მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში დაკავებულ ნარკომოვაჭრეებს ჰაშიში და მარიხუანა მაროკოდან ვერტმფრენებით შემოჰქონდათ

ესპანეთში დაკავებულ ნარკომოვაჭრეებს ჰაშიში და მარიხუანა მაროკოდან ვერტმფრენებით შემოჰქონდათ

პოლიციამ დააკავა ნარკომოვაჭრეები, რომლებიც ესპანეთში ნარკოტიკების შესატანად მოდიფიცირებულ ვერტმფრენებს იყენებდნენ.

9 იანვარს საჯარო დაცვის სამსახურში განაცხადეს, რომ ესპანეთის პოლიციამ, საფრანგეთის პოლიციასთან და ევროპოლთან თანამშრომლობით, 2021 წლის ბოლოს გამოავლინა და გაანეიტრალა ნარკორეალიზატორთა ქსელი. მათ მაროკოდან ესპანეთში 2 ტონაზე მეტი ჰაშიში და მარიხუანა ვერტმფრენებით შემოჰქონდათ.

დაკავებულია 11 ეჭვმიტანილი ესპანეთში,  საფრანგეთში კი – 2,  სულ გაჩხრიკეს 7 სახლი. ნარკოტიკები ესპანეთიდან საფრანგეთში ყალბი საბუთებისა და სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებითა და სატვირთო მანქანების მეშვეობით გადაჰქონდათ.

ევროპოლის ინფორმაციით, დაკავებული პირები პირადობის დამადასტურებელ 5 სხვადასხვა ყალბ საბუთს იყენებდნენ. სულ ამოღებულია 2 400 კილო ჰაშიში, 112 კილო მარიხუანა, 4 მოდიფიცირებული ვერტმფრენი, ავტომობილები, იარაღი, ტელეფონები და რადიოსიხშირეების შემაფერხებელი აღჭურვილობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend