მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება

ევროპის ქვეყნებში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება

იტალია არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებს. ამ კვირიდან ეგრეთ წოდებული სუპერ გრიინ პასპორტის მიღებას მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები შეძლებენ. იმისათვის, რომ იტალიის მოქალაქეებმა შეძლონ მოგზაურობა და ან საჯარო სივრცეებში სტუმრობა, უნდა იყვნენ ვაქცინირებული ან გადატანილი უნდა ქონდეთ კორონავირუსი. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა

,,არავაქცინირებულ პირებს აქვთ დაავადების გართულების უფრო მაღალი შანსი. ამიტომ ამ პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, წაახალისოს და ვაქცინაციის ჩატარების სურვილი გაუჩინოს ყველა იტალიელს, რომელთაც ჯერ არ გაუკეთებიათ ვაქცინა“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ.

შეზღუდვებს  ამკაცრებს რუმინეთის ხელისუფლებაც. ყველა ქალაქში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელია, რესტორნების ფუნქციონირება და სპორტულ დარბაზებში აქტივობა შემცირდება 30-%ით.  ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით  შეეხება რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იმ ქალაქებს, რომლებიც უკვე წითელ ზონად არის გამოცხადებული. ახალი შეზღუდვები რუმინეთში 11 იანვრიდან შევა ძალაში.

ისლანდიაში კოვიდცენტრებში ბავშვების ვაქცინაცია მიმდინარეობს. როგორც ჩანს, გარკვეული ადამიანების დასარწმუნებლად უფრო მეტი სამუშაოს ჩატარება იქნება საჭირო.

შვედეთში კი მოქალაქეები კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ. შეზღუდვები ქვეყანაში კოვრონავირუსის გავრცელების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება. ჯანდაცვის სექტორს უჭირს, საავადმყოფოებში არსებულ ზეწოლას გაუმკლავდეს.

შეზღუდვები ასევე გულისხმობს საჯარო ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობის შემცირებას.  რესტორნები საღამოს 11 საათზე უნდა დაიხუროს. დაწესებულ შეზღუდვებს შვედეთის ხელისუფლება ორი კვირის შემდეგ გადახედავს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend