მთავარიმსოფლიოომიკრონი და მსოფლიო: გერმანიაში ბავშვებს ვაქცინაციას თვითმფრინავის ბორტზე სთავაზობენ

ომიკრონი და მსოფლიო: გერმანიაში ბავშვებს ვაქცინაციას თვითმფრინავის ბორტზე სთავაზობენ

ევროპაში კვლავ მოუწოდებენ მოქალაქეებს, გაიკეთონ ვაქცინა. ბრიტანეთში ომიკრონის ვარიანტით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო მოსახლეობას ე.წ. ბუსტერ დოზებს სთავაზობენ. ლონდონში ვაქცინაციის ჩასატარებლად სპეციალურად მოწყობილი ავტობუსიც კი მოძრაობს. ამავდროულად, მინისტრები განიხილავენ, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, შეამცირონ საიზოლაციო პერიოდი 7-დან 5 დღემდე, რათა შემსუბუქდეს ზეწოლა სამუშაო ძალაზე.

ბრიტანეთის განათლების მინისტრი ნადიმ ზაჰავი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად გასათვალისწინებელია მეცნიერთა რჩევები. მისი თქმით, ამ ნაბიჯით ნამდვილად შემცირდება წნეხი სკოლებსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაო ძალებზე. იგი კიდევ ერთხელ აღნიშნავს რომ, უპირველეს ყოვლისა, ექსპერტთა რჩევების მიხედვით უნდა იმოქმედონ.

ესპანეთში კი ბოლო ორ კვირაში ვირუსის მეორედ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე პანდემიის დაწყებიდან გამოვლენილი რეინფიცირების მაჩვენებელი. ე.წ. მეექვსე ტალღა ესპანეთში უკვე მძიმე ტვირთად აწვება როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა მნიშვნელოვან სექტორებს.

მაღაზიის მენეჯერი სარა არასარი ამბობს, რომ მხოლოდ ამ კვირაში მისი 6 თანამშრომელი დაინფიცირდა. მისი თქმით, დამატებითი დამხმარე ძალაც აღარ არსებობს.

გერმანიის ქალაქ კელნში კი ვაქცინაციისთვის უჩვეულო საშუალებას მიმართეს.  5-დან 11 წლამდე ბავშვებს ვაქცინაციას თვითმფრინავის ბორტზე სთავაზობენ.

პედაგოგ სუსან მანიცს მიაჩნია, რომ ეს კარგი კამპანიაა, რადგან ეს გარემო ბავშვებისთვის განსხვავებულია იმისგან, რაც პედიატრთან მისვლის დროს ხვდებათ. მისი თქმით, ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული და პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მსოფლიოს ქვეყნებს განსხვავებული მიდგომები აქვთ.  ჩინეთში, მიუხედავად  ინფიცირებულთა  მცირე რაოდენობისა, მასობრივი ტესტირება და მკაცრი კარანტინი დააწესეს. ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანძინში ახალი შემთხვევების გამოვლენის გამო გეგმავენ, რომ 48 საათში 14 მილიონ მოსახლეს ტესტირება ჩაუტარონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend