მთავარიამერიკააშშნიუ-იორკში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ხანძარს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიუ-იორკში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ხანძარს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიუ-იორკში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ხანძარს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის არის 9 ბავშვი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრონქსის უბანში მდებარე 19-სართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად დაშავდა 63 ადამიანი, რომელთაგან 32-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ცეცხლის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე მივიდა. ხანძრის ადგილზე იმყოფებოდა ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი, რომელმაც მომხდარი ამბავი საშინელ ტრაგედიად შეაფასა.

,,საავადმყოფოებში გადაგვყავს დაშავებულები, რომელთა შორისაც არიან ბავშვები. გვინდა, სასწრაფოდ გავხსნათ სკოლა. ამასთანავე, აუცილებელია, კომუნიკაცია გვქონდეს დაშავებულების ოჯახის წევრებთან. ჩვენ  ბავშვებს გადავანაწილებთ ახლომდებარე სკოლებში.  ხვალ მივდივარ ერთ-ერთ სკოლაში, რომელიც მეზობლად მდებარეობს, რათა დავრწმუნდე, რომ მათ გააჩნიათ სასწავლო პროცესისთვის ყველანაირი პირობა”, – განაცხადა  ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 19-სართულიანი შენობის მესამე სართულზე დაახლოებით დილის 11 საათზე გაჩნდა, თუმცა გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend