მთავარისაქართველოლექსო ლაშქარავა იუნესკოს მოკლული ჟურნალისტების სიაშია

ლექსო ლაშქარავა იუნესკოს მოკლული ჟურნალისტების სიაშია

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით  დასკვნა 30 დეკემბერს უკვე მზად ჰქონდა. დოკუმენტი 37 გვერდისგან შედგება, თუმცა  სამინისტრო დასკვნის მხოლოდ 6 გვერდს ასაჯაროებს.
გასაჯაროებულ ნაწილში ვკითხულობთ, რომ TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. დასკვნის სრულ ვერსიაზე ხელი არც იმ იურისტებს მიუწვდებათ, რომლებიც სასამართლოში ლაშქარავას ინტერესებს იცავენ.

ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის ნაწილს გამოაქვეყნებდა, ცნობილი გახდა, რომ იუნესკომ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს  მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა რუსთაველის გამზირზე მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის ლექსო ლაშქარავაც იყო, რომელმაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის 11 ივლისს ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.

ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ლექსოს გარდაცვალებიდან ექვს თვეში, დღეს, 7 იანვარს გასაჯაროვდა, საუბარია იმ დაზიანებებზეც, რომლებიც ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე  თავდასხმისას მიიღო. ამის მიუხედავად, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ დაზიანებები მის გარდაცვალებასთან კავშირში არ არის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend