მთავარიევროპაიტალიაიტალიელების ნაწილი მიიჩნევს, რომ კოვიდპასპორტების შემოწმებაზე პასუხისმგებლობა ბიზნესს არ უნდა ეკისრებოდეს

იტალიელების ნაწილი მიიჩნევს, რომ კოვიდპასპორტების შემოწმებაზე პასუხისმგებლობა ბიზნესს არ უნდა ეკისრებოდეს

რომის მცხოვრებლებს განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ იტალიის მთავრობის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის აცრა სავალდებულო ხდება. მათ ასევე მოეთხოვებათ,  სამუშაო ადგილზე შესვლამდე ჯანმრთელობის დამადასტურებელი სერტიფიკატი წარადგინონ.

რომში მცხოვრები ერთ-ერთი ამერიკელი ექიმი პიტერ კრისერა დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას. მისი თქმით,  როდესაც წესების დაცვაზე მიდგება საქმე, ადამიანს ორი არჩევანი აქვს: ან მხოლოდ პირადი მიზნები ამოძრავებს ან იაზრებს, რომ ეს საზოგადო საქმეა. ამ შემთხვევაში კი რეგულაციები კოლექტიურობას მოითხოვს, რადგან ეს პრობლემა ყველას ეხება და არა მხოლოდ ერთ ადამიანს.

მოქალაქეები ასევე მიიჩნევენ, რომ ხალხის ვაქცინაციის სტატუსის შემოწმებაზე პასუხისმგებლობა მთავრობას უნდა ეკისრებოდეს და არა ბიზნესის მფლობელებს.

გაყიდვების მენეჯერი ნოემი ბუროჩი ამბობს, რომ ისინი ვერ შეამოწმებენ თითოეული მოქალაქის მწვანე საშვს. ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს და ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს ყველასათვის. მისი აზრით, ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას.

ბოლო ინფორმაციით, იტალიის მოსახლეობის 78 პროცენტი სრულადაა ვაქცინირებული, ხოლო 36 პროცენტს ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზაც აქვს მიღებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend