სამომხმარებლო ელექტონიკის წლევანდელ გამოფენაზე, ერთ-ერთი საკვანძო სიტყვა „მდგრადობა“ იყო.
წელს ლას-ვეგასში ჩამოსულებს შორის ელექტრომანქანების მწარმოებლებიც არიან.
გამოფენილი სპორტული ელექტრომანქანები და ელექტრომოტოციკლები
მსოფლიოს წამყვან ბრენდებს უწევენ კონკურენციას. ამ კომპანიებისთვის ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესება დიზაინის ხარჯზე უკვე აღარ ხდება.
“ბენზინის ძრავიდან ელექტროძრავებზე გადასვლა არც ისე მარტივი პროცესია. ამიტომაც მთელი ძალისხმევა ახალი სახის ძრავის წარმოებისკენ მივმართეთ, იმისათვის რომ ელექტროძრავა ბენზინის ძრავის სიმძლავრის ან ოდნავ უკეთესი ყოფილიყო. შედეგად ჩვენი მოტოციკლი 320 კმ. საათს ავითარებს და 234 კმ-ის გავლა შეუძლია. ხოლო 0-დან 100 კმ-მდე სიჩქარის განვითარებას სამ წამზე ნაკლები სჭირდება. ეს კი უკეთესი ან ისეთივე მონაცემებია, რაც წამყვანი მწარმოებლების მიერ შექმნილ სპორტულ მოტოციკლებს აქვთ”, – ამბობს კომპანია დეიმონის აღმასრულებელი დირექტორი ჯეი ჟირო
რაც შეეხება სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, როგორიცაა სატვირთო მანქანები, რომელიც ბევრისთვის აშშ-ს სიმბოლოს წარმოადგენს გამოფენაზე წარმოდგენილ სატვირთო მანქანას სრულიად ელექტროძრავა აქვს. ნებისმიერს შეუძლია ახლავე მოვიდეს და შეიძინოს. თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ მისი ფასი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე დიზელისა და ბენზინის ძრავზე მომუშავე სატვირთოების ღირებულებაა.
კომპანიიდან არავინ მოისურვა ამ თემაზე ჩვენთან საუბარი, თუმცა პირად საუბარში გვითხრეს რომ ელექტრომობილების დამუხტვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზეა.
თუმცა სპორტული ელექტრომოტოციკლების მწარმოებლებმა გვითხრეს, რომ დამუხტვის პროცესი საკმაოდ მარტივია.
“ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში უკვე ათიათასობით დამტენი სადგურებია განთავსებული”, – ამბობს ჯეი ჟირო.
გასაკვირი არაა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილ მსხვილ მწარმოებლებს შორის კომპანია „ტესლაც“ არის.
გამოფენის სხვადასხვა ტერიტორიაზე დამთვალიერებლების გადასაყვანად ილონ მასკის საინჟინრო კომპანიამ საკონფერენციო ცენტრის ქვეშ გვირაბები ააგო.
გვირაბში ჩასვლისას დამთვალიერებელს ავტომობილი ხვდება, სადაც უჩვეულო მიწისქვეშა მოგზაურობა ელის.
ერთხელ ერთმა მძღოლმა თქვა, რომ ჩვენი მოგზაურობა მომავალში ზუსტად ამის მსგავსი იქნებოდა. ეს კი ძალიან კარგი ამბავია ილონ მასკითვის და ჩვენი პლანეტისთვის. თუმცა ისეთი განცდა გეუფლება, რომ ეს არც თუ ისე მალე გახდება ხელმისაწვდომი.