ერთი წელი გავიდა, რაც აშშ-ს დემოკრატიის სიმბოლოს – კაპიტოლიუმს თავს დაესხნენ, ეს იმ დროს მოხდა, როდესაც შენობაში მყოფმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ დემოკრატმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაამარცხა. ინციდენტის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა, ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს.
თარიღის აღსანიშნავად პრეზიდენტი ბაიდენი სავარაუდოდ, პატივს მიაგებს ადგილზე დაღუპულ სამართალდამცავებს, რომლებმაც სიმამაცე გამოიჩინეს. პრეზიდენტის ამერიკელ ხალხს დაუმთავრებელ საქმეს, რომელიც დემოკრატის გაძლიერებას გულისხმობს.
გასული წლის განმავლობაში ორი გამოძიება მიმდინარეობდა იმის დასადგენად, თუ ვის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა კაპიტოლიუმში მომხდარ თავდასხმაში.
ერთი გამოძიება კონგრესის საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო დემოკრატების ხელმძღვანელობით, მეორე კი სისხლის სამართლის გამოძიება.
მნიშვნელოვანი თარიღის წინა დღეს, აშშ-ს პროკურორმა საზოგადოებას სასამართლო პროცესის დროს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენ დავაკავეთ და ბრალი წავუყენეთ 725-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა შტატის მოქალაქეები არიან, ისინი მონაწილეობდნენ 6 იანვრის მოვლენებში. ჩვენი გამოძიების ფარგლებში შეუძლებელია, განსხვავებული წესები გავრცელდეს რომელიმე პარტიის წევრზე, ვინმეს მეგობარსა თუ მტერზე. კანონი ყველაზე ერთნაირად იმოქმედებს. არ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული წესები ძლიერთათვის ან სუსტებისთვის”, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ
ბაიდენს არ სურს, პირდაპირ ისაუბროს იმ ადამიანებზე, რომლებიც მოვლენების ცენტრში იყვნენ, არც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე.
გამოძიება ცდილობს იმის დადგენას, წაახალისა თუ არა პრეზიდენტმა მომიტინგეები, შეჭრილიყვნენ კაპიტოლიუმში. მაგრამ ბაიდენის გუნდის წევრები ამბობენ, რომ მისი გამოსვლა მაინც აშკარად აჩვენებს, რა მოხდა სინამდვილეში. ასეთი ტრაგედია 1812 წლის შემდეგ არავის ახსოვს.