საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. 332 ათასზე მეტი ინფიცირებული ბოლო 24 საათში ფრანგი კანონმდებლებისთვის მთავარი განსახილველი საკითხია. პოლიტიკოსები მსჯელობენ შეზღუდვების დაწესებაზე, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორებიცაა რესტორნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა ყურადღება გაამახვილა არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების გამკაცრებაზე.
იტალიაშიც სწრაფად ვრცელდება ომიკრონი, რომელიც მთავრობისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. იტალიის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ოპტიმისტური ცვლილებებია იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებული. მათთვის კარანტინი სავალდებულო აღარ იქნება. ინგლისის მოქალაქეებისთვის კიდევ სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს მთავრობის გეგმა, რომელიც შეზღუდვებს უკავშირდება.
გერმანიაში გეგმავენ, რომ თვითიზოლაციის პერიოდი შეუმცირონ იმ მუშაკებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებენ.
ვაქცინირებულებს შეუძლიათ დაასრულონ იზოლაცია, თუ მათ ხუთი დღის შემდეგ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ.