მთავარიევროპაიტალიაკორონავირუსის საწინააღმდეგო აბები იტალიაშიც ხელმისაწვდომია

კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები იტალიაშიც ხელმისაწვდომია

კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები უკვე ხელმისაწვდომია იტალიაშიც. „მოლნუპირავირი“, რომლის მწარმოებელიც ამერიკული კომპანია „მერკია“, მსოფლიოში პირველი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც კორონავირუსის სიმპტომური მიმდინარეობისას მიიღება.

კლინიკური ცდებისას გამოჩნდა, რომ „მოლნუპირავირი“ 50%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს. მედიკამენტი პაციენტმა სიმპტომების გამოვლენისთანავე, ხუთი დღის განმავლობაში დღეში ორჯერ  უნდა მიიღოს.

იტალიაში მხოლოდ ოჯახის ექიმების რჩევით შეძლებენ პაციენტები, მიიღონ კოვიდსაწინააღმდეგო აბები.

მოლნუპირავირი“ იტალიის მოქალაქეებისთვის უფასოა, თუმცა, მის შეძენას აფთიაქში ვერ შეძლებენ.

იტალიური მედიკამენტების სააგენტოს წარმომადგენელთა განმარტებით, „მოლნუპირავირი“ ეფექტიანია იმ მოზრდილების სამკურნალოდაც, რომლებიც ინფიცირებული არიან არა უმეტეს 5 დღისა, აღენიშნებათ ვირუსის მსუბუქი ფორმები ან აქვთ თანმხლები, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული ან თირკმლის დაავადებები.

კოვიდსაწინააღმდეგო აბები 4 ნოემბერს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სააგენტომაც დაამტკიცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend