მთავარიმსოფლიოევროპასაფრანგეთში ბავშვებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება

საფრანგეთში ბავშვებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება

საფრანგეთში კანონმდებლებმა სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საერთო შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს. მათ მიაჩნიათ, რომ რესტორნებში, კინოთეატრებსა და სამგზავრო ტრანსპორტში წარსადგენი კოვიდსაშვი უნდა იყოს დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ მისი მფლობელი ვაქცინირებულია ან კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი აქვს. ამავე დროს, საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 6 წლიდან ბავშვებს ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება მოეთხოვებათ.

,,თუ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, ეს იმიტომ, რომ საფრანგეთის მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთა და აიცრა. საფრანგეთში 53 მილიონ ადამიანს უკვე აქვს მიღებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა. ერთი წლის წინ  ამას ვერავინ დაიჯერებდა, რომ ამდენი მოქალაქე იქნებოდა აცრილი. მისასალმებელია ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ომიკრონის სწრაფად გავრცელების გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

,,მთავრობის გეგმის მიხედვით, აუცილებელია ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზის მიღება. ჩვენსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის განსხვავება სწორედ ეს არის, რომ გვაქვს ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ თავდაცვაზე ზრუნვა და ამით დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

დანიაში მეცნიერები იკვლევენ იმ მოქალაქეების სისხლის ნიმუშებს, რომლებიც ვაქცინირებული არიან და ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისად მაღალი იმუნიტეტი.

ამვდროულად, გერმანიაში Covid-19-ის გამო დაწესებული ზომებისა და ვაქცინაციის წინააღმდეგ აქციები გაიმართა, რომლებიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. საპროტესტო აქციები გერმანიაში ბოლო კვირების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ეწყობოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend