მთავარიმსოფლიოკულტურული შოკი: პანდემიის გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიაზე

კულტურული შოკი: პანდემიის გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიაზე

2021 წელს პანდემიამ ყველა კულტურული ღონისძიება და სანახაობა  დააზარალა.

საპასუხოდ ღონისძიებებმა ციფრულ ფორმატში გადაინაცვლა. ეს განსაკუთრებით შეეხო მოდისა და ხელოვნების სამყაროს, რომელიც ეთიკურ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას განიცდის.

მოდი, ვნახოთ, როგორი იყო 2021 წელი კულტურისთვის…

2021 წელი თითქმის ყველა ევროპული თეატრის, მუზეუმისა და გალერეისთვის ცუდად დაიწყო. პანდემიის გამო ყველა ეს დაწესებულება დაიხურა.  გამონაკლისი მადრიდი აღმოჩნდა. ლონდონში, პარიზში, ბერლინსა თუ ამსტერდამში კულტურის ცენტრების უმეტესობა გაზაფხულამდე არ გახსნილა – არც მაშინ, როდესაც დაწესებულებაში უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო.

ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, შემოქმედებითი სექტორის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით მომავალი შვიდი წლისთვის კულტურის დაფინანსება თითქმის ორ-ნახევარი მილიარდი ევროთი გაეზარდა. ეს პირვანდელი ბიუჯეტის თითქმის გაორმაგებას ნიშნავდა.

დამატებითი თანხების გამოყოფა, ფაქტობრივად იმ როლის აღიარება იყო, რომელსაც კულტურის სექტორი ასრულებს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით.

მოდის სამაყაროში  მიმდინარე ცვლილებები პანდემიამ უფრო დააჩქარა. მზა ტანსაცმლისა და მაღალი მოდის ინდუსტრია, რომელიც გარემოს დაბინძურებისთვის იბეგრება, იძულებული გახდა რეინვესტიცია გაეკეთებინა. ეს თანხა ძირითადად  მოდის ვირტუალურ ჩვენებაში ჩაიდო.

სექტემბერში მილანის, ნიუ-იორკისა და პარიზის მოდის კვირეულები მცირე ხნით განახლდა, თუმცა ზამთრის ჩვენებას, სავარაუდოდ, კოვიდის ახალი ტალღა შეუქმნის პრობლემებს.

წარმტების ხანა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშების ბაზარს უდგას, აუქციონები გაყიდვების რეკორდს ხსნიან. რენესანსის ეპოქის დიდოსტატის ბოტიჩელის პატარა ნახატში 2021 წლის დასაწყისში 80 მილიონი ევრო გადაიხადეს, [ჟან-მიშელ] ბასკია Basquiat კი ყველაზე  ძვირადღირებული თანამედროვე მხატვარი აღმოჩნდა.

2021 შეუცვლელი ტოკენების ე.წ. ენ-ეფ-ტის NFTs  ბუმის წელი გამოდგა. გაიზარდა ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ციფრული ხელოვნების ბაზა.  აუქციონები ამ მიმართულებითაც რეკორდებს ხსნიან. ყველაზე ცნობილი ციფრული მხატვარია ბიპლი Beeple, რომელიც  ყველაზე პოპულარულ ცოცხალ მხატვართა სამეულში შედის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე 2021 წელს იყო ნაალაფარი ხელოვნების ნიმუშების დაბრუნება იმ ქვეყნებში, საიდანაც გაიტაცეს. გაერთიანებული სამეფო იყო პირველი, რომელმაც შემოდგომაზე ნიგერიას ბრინჯაოს ნივთები დაუბრუნა.

2022 წელს გერმანია იმავეს გაკეთებას გეგმავს. საფრანგეთმა კი ბენინს ასი წლის წინ წამოღებული 26 უძველესი ნივთი პრეზიდენტ მაკრონის თანდასწრებით  გადასცა.

ავტორი : ფრედერიკ პონსარდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend