მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში პანდემიისა დროს პაციენტების გადარჩევისთვის კრიტერიუმების დადგენა სავალდებულო გახდა

გერმანიაში პანდემიისა დროს პაციენტების გადარჩევისთვის კრიტერიუმების დადგენა სავალდებულო გახდა

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერმანელმა კანონმდებლებმა უნდა დაადგინონ იურიდიულად სავალდებულო კრიტერიუმები, რათა პანდემიისა და საგანგებო ვითარების დროს დაიცვან შეზღუდული შესაძლებლობებისა და თანდაყოლილი დაავადებების მქონე პირები.

გადარჩევის ეს ფორმა არის მკურნალობისას პაციენტებისთვის პრიორიტეტების მინიჭების პროცესი მათი ავადმყოფობის სიმძიმის ან გადარჩენის შანსების მიხედვით.   სასამართლოში განაცხადეს, რომ კანონმდებლებმა კონსტიტუცია დაარღვიეს, როდესაც უფრო ადრე არ დაადგინეს ამის განმსაზღვრელი წესები.

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო ამ თემასთან დაკავშირებით 2020 წლიდან მსჯელობს. ეს საკითხი კი კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გერმანია კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღის წინაშეა, რომელიც ბევრად უფრო  გადამდები ომიკრონის ვარიანტით არის გამოწვეული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend