მთავარისაქართველოსაქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევებმა 60-ს გადააჭარბა

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევებმა 60-ს გადააჭარბა

„ომიკრონის“ 60-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა დღეს იდენტიფიცირებული. მთავარი რისკი, რომელიც ამ შტამს უკავშირდება, არის მისი სწრაფი გავრცელება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწრაფი გავრცელების პირობებში საჭიროა საწოლფონდის მობილიზება.

„საველე ჰოსპიტლის გამოცდილებაც გვაქვს და ეს არ არის დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე, თუმცა ვფიქრობ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევები მიმდინარეობს მეტად საშუალო და მსუბუქი ფორმებით, მითუმეტეს აცრილ პაციენტებში. თუკი პაციენტი აცრილია, „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. იმ პირების უმრავლესობა, ვინც „ომიკრონით“ დაინფიცირდა, აცრილია და ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია აცრებზე გავაკეთოთ აქცენტი. ასევე ჰოსპიტალური სექტორი 9100 საწოლით მობილიზებული რჩება და თუ საჭირო იქნება დამატებით სასტუმროების მობილიზება და პირველადი ჯანდაცვის ჩართვა, ამისთვისაც მზად ვართ“, – განაცხადა გაბუნიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend