მთავარიმსოფლიოპანდემიის დროს რობოტები სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდნენ

პანდემიის დროს რობოტები სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდნენ

2021 წელს რობოტების მოხმარება მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა. რობოტებს ადამიანები იყენებენ როგორც მომსახურეობის, ასევე ინდუსტრიულ და სამხედრო სექტორში. პანდემიის გამო გაიზარდა მოთხოვნა მიტანის სერვისზე, რის გამოც ბევრმა კომპანიამ რობოტების გამოყენება დაიწყო. ექსპერტების თქმით, ხელოვნური ინტელექტის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

შანხაიში ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციას დაესწრნენ. კომპანია „უბტეკ რობოტიკსმა“ წარადგინა სახლის რობოტი „უოკერ იქსი“, რომელსაც სხვადასხვა დავალების შესრულება შეუძლია, მათ შორის ჩინური ჭადრაკის თამაში.

პანდემიის პირობებში რობოტები ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდნენ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ქალაქ სევილიის ერთ-ერთ ბარში რობოტი „სპოტი“ მომხმარებლებისთვის სასმელები მიაქვს.  ნიუ-ჯერსიში მდებარე რესტორანი კი სტუმრებს რობოტ „პინატის“ დახმარებით უმასპინძლდება.

„როცა პინატი დავიქირავეთ, არავის ჩანაცვლებას არ ვაპირებდით. უბრალოდ დამატებითი სამუშაო ძალა გვჭირდებოდა. როგორც ხედავთ რობოტს ოთხი ლანგრის წაღება შეუძლია. მიმტანი როგორც წესი მხოლოდ ერთ ლანგარს ატარებს. პინატს კი მეტი სამუშაოს შესრულება შეუძლია“, – მიიჩნევს რესტორნის მენეჯერი ენდრიუ იოა.

კომპანიები ასევე იყენებენ რობოტებს მიტანის სერვისის გასაუმჯობესებლად. კომპანია „სტარშიპ ტექნოლოჯისმა“ ასეთი დანადგარების დახმარებით მილიონობით შეკვეთა შეასრულა. ორგანიზაცია ამჟამად ათასზე მეტ რობოტს ფლობს.

ქუჩაში გადასაადგილებლად დანადგარი იყენებს კამერებს, სენსორებს, “ჯიპიესსა” და ლაზერის სკანერებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend