მთავარიევროპათურქეთიბერძენი და ბულგარელი ტურისტები საყიდლებზე თურქეთში გადადიან

ბერძენი და ბულგარელი ტურისტები საყიდლებზე თურქეთში გადადიან

ბერძნები და ბულგარელები თურქეთში მანქანებით გადადიან. ქვეყანაში ლირა გაუფასურდა, ისინი სარგებლობენ შექმნილი ვითარებით და ცდილობენ, შეიძინონ სხვადასხვა სახის საქონელი. მათი პირველი გაჩერება ვალუტის გადამცვლელ პუნქტთანაა, შემდეგ კი უკვე მაღაზიებსა და ბაზრობებზე გადიან. სადღესასწაულო პერიოდში სავაჭრო დაწესებულებები სავსე იყო ბერძენი და ბულგარელი ტურისტებით. თურქეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, ინფლაციის მაჩვენებელი 21 პროცენტს გადასცდა, რაც საკვების, საწვავისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ფასზე დიდ გავლენას ახდენს.

ბერძენმა ტურისტმა ეზრა მოლამ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 100 ევრო გადაახურდავა და საჩუქრები იყიდა როგორც თავისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის. ეზრა მოლა ნავაჭრით კმაყოფილია.

ბულგარელი ტურისტი გულფიე ოსინოვა კი ამბობს,  რომ პროდუქტების ყიდვა მისთვის აქ, თურქეთში, უფრო მოსახერხებელია.  იგი სადღესასწაულოდ შვილებისა და შვილიშვილებისთვის ტანსაცმლისა და საკვების ყიდვას აპირებს, რადგან ბულგარეთში, თურქეთთან შედარებით, ყველაფერი ძვირია. მან 500 ლევი გადაცვალა და, როგორც ამბობს,  ეს თანხა სავსებით საკმარისია მისი ოჯახისთვის.

თურქული ეკონომიკისთვის ყველაზე მძიმე თვე დეკემბერი იყო. ლირა ყოველდღიურად უფასურდებოდა, 20 დეკემბერს კი ამერიკულ დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. თურქული ლირა დოლართან მიმართებაში წელს  60 პროცენტით გაუფასურდა. ტურისტები კი შექმნილი მდგომარეობით სარგებლობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend