მთავარისაქართველოჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება

საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძე შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა. ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„მოგეხსენებათ, რომ ეკატერინე ტიკარაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, მე მინდა, პირველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები. დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მადლობა პრემიერს იმ უდიდესი ნდობითვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინა, – ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ზურა აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, მისთვის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერისა და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“, – განაცხადა აზარაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend