მთავარიევროპარუსეთი"გაზპრომი" ევროკავშირს გაზის ფასის ზრდაში ადანაშაულებს

“გაზპრომი” ევროკავშირს გაზის ფასის ზრდაში ადანაშაულებს

ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გასულ კვირას მკვეთრად შემცირდა, რამაც ევროპაში გაზის ფასის დაახლოებით 20%-ით გაზრდა გამოიწვია.

ბევრი “გაზპრომსა” და რუსეთს ფასებით მანიპულირებაში ადანაშაულებს. თუმცა “გაზპრომი” ამ ბრალდებებს უარყოფს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, ევროპის ქვეყნებს უფრო მეტი ბუნებრივი აირი მიეწოდება და ბევრმა ქვეყანამ შეძენილი გაზი სრულად მიიღო. 

„არსებობს მონაცემები, რომ ბუნებრივი აირი გერმანიიდან უკან პოლონეთსა და უკრაინას მიეწოდება. ამ გაზს გერმანიაში მიწისქვეშა საცავებიდან იღებენ. საცავებში არსებული გაზის 47% უკვე გამოყენებულია. ზამთარი მხოლოდ ახლა იწყება. მე არ მინდა, ბუნებრივი აირის საფასურზე ვისაუბრო. თუმცა მისი ფასი მნიშვნელოვნად აღემატება “გაზპრომის” მიერ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასს. შესაბამისად, ყველა პრობლემა, რომლებსაც დასავლეთ ევროპაში ვაწყდებით, მათივე შექმნილია. “გაზპრომი” არაფერ შუაშია. აჯობებს, რეალობას გაუსწორონ თვალი“, – განაცხადა “გაზპრომის” წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვი.

მას შემდეგ, რაც “გაზპრომმა” გაზის მიწოდება შეამცირა, გაზის ფასი ევროპაში საგრძნობლად გაძვირდა. გაზის გაძვირების დამატებითი მიზეზი ამინდის პროგნოზია, რომლის მიხედვითაც, წელს ევროპაში ძალიან ცივი ზამთარი იქნება. ასევე გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ივლისამდე არ აპირებს გაზსადენი ჩრდილოეთ ნაკადის 2-ის სერტიფიცირებას, რაც გაზის ფასების მკვეთრი გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend