მთავარიმსოფლიოაფრიკადესმონდ ტუტუ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

დესმონდ ტუტუ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

არქიეპისკოპოსის დესმონდ ტუტუს პატივსაცემად სამხრეთ აფრიკაში კეიპტაუნის მერია და სხვა შენობები იასამნისფრად განათდა. იგი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეუპოვარმა აქტივისტმა დესმონდ ტუტუმ 1984 წელს ნობელის პრემია მიიღო. იგი თეთრკანიანთა უმცირესობის მმართველობის წინააღმდეგ იბრძოდა. ტუტუმ, რომელიც ბოლო წლებში აღარ ჩანდა საზოგადოებაში, ადამიანებს თავი დაამახსოვრა ლაღი იუმორითა და ქარიზმატული ღიმილით, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ის იყო ადამიანი, რომელიც ვერ ეგუებოდა უსამართლობას და დაუღალავად იბრძოდა ნებისმიერი ადამიანის უფლებების დასაცავად.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის სირილ რამაფოსამ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, დესმონდ ტუტუს სწამდა, რომ სამართალი იზეიმებდა და სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებდა ბოროტებაზე,  იგი დარწმუნებული იყო, რომ შერიგება სჯობდა შურძიებასა და საყვედურს. არქიეპისკოპოსმა იცოდა, რომ რასობრივი დისკრიმინაცია დასრულდებოდა და ქვეყანაში დემოკრატია იქნებოდა.

სწორედ ტუტუმ უწოდა სამრეთ აფრიკას ცისარტყელას ქვეყანა, როდესაც 1994 წელს ნელსონ მანდელა გახდა პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი.  იგი 96-ში გადადგა, რათა სათავეში ჩასდგომოდა სიმართლისა და შერიგების კომისიას, რომელმაც სამხრეთ აფრიკის შემზარავი წარსული და რასობრივი დისკრიმინაციის საშინელი ფაქტები გამოააშკარავა.

სოუეტოს მცხოვრებლები მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ. ერთ-ერთი მოქალაქე  ამბობს, რომ მსოფლიოში იშვიათი მოვლენაა, ერთ ქუჩაზე ნობელის პრემიის ორი გამარჯვებული რომ ცხოვრობდეს.  მისი გარდაცვალება ყველასთვის დიდი დანაკლისია. ხალხის აზრით, დესმონდ ტუტუმ დიდი გავლენა იქონია და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამხრეთ აფრიკის ხალხის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.

არქიეპისკოპოსის ნათესავები ამბობენ, რომ იგი ბოლო თვეებში სუსტად გრძნობდა თავს. იგი კვირას, დილის 7 საათზე, გარდაიცვალა. დესმონდ ტუტუს  პირველ იანვარს დაკრძალავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend