მთავარიაზიაჩინეთიჩინეთის ქალაქ სიანის 13 მილიონი მოსახლე კარანტინის რეჟიმში გადავიდა

ჩინეთის ქალაქ სიანის 13 მილიონი მოსახლე კარანტინის რეჟიმში გადავიდა

ჩინეთი აორმაგებს ძალისხმევას კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ახალი შემთხვევების საპასუხოდ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სიანში 13 მილიონი მოსახლე კარანტინის რეჟიმში გადავიდა.

გამკაცრებული ზომები ქვეყნის ხელისუფლებამ პეკინის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე  დააწესა. ამავე დროს მიმდინარეობს ქალაქის მოსახლეობის მასობრივი ტესტირება. სიანი შენსის პროვინციის დედაქალაქი და ინდუსტრიული ცენტრია, რომელიც ასევე განთქმულია თავისი სამეფო რელიკვიებით.

ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი ხუან ჩუნი ამბობს, რომ მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის მცირე ზრდა. მაღალია გადაცემის მაჩვენებელი, თუმცა ისინი კარგად არიან მომზადებული ნებისმიერი სიტუაციისთვის.

მკაცრი ანტიეპიდემიოლოგიური რეგულაციები წესდება ჩჟანცზიაკოუს ზამთრის ოლიმპიურ სოფელშიც.

მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ჩჟან სიაოსია აღნიშნავს, რომ ადამიანებს ყოველ 6 საათში ერთხელ უტარდებათ ტესტირება. სპორტსმენებიც ჩამოსვლიდან 6 საათში გაიკეთებენ ტესტს. მისი თქმით,  ნიმუშებს ყელის ნაცხის საშუალებით შეაგროვებენ.

ჩინეთში პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს დაიწყება და  20 თებერვლამდე გასტანს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend