მთავარი ევროპა ნიდერლანდები სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

დონბასში ჩამოგდებული „ბოინგ MH17“-ის საქმესთან დაკავშირებით ნიდერლანდებში საერთაშორისო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურორებმა ოთხი ბრალდებულისთვის, რომლებსაც დაუსწრებლად ასამართლებენ, უვადო პატიმრობა მოითხოვეს.  დაღუპულთა ახლობლები აცხადებენ, რომ ახლა სასამართლოს სამართლიანი განაჩენის იმედი აქვთ.

“მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა ამ დანაშაულთან დაკავშირებით.  თვითმფრინავის ჩამოგდებისა და  298 უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო ისინი ნამდვილად იმსახურებენ უვადო პატიმრობას. ჩვენ ამის იმედი გვქონდა, ახლა საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“,- ამბობს დაღუპულის ნათესავი პიტ პლოეგი.

„ბოინგ 777“-ის თვითმფრინავი რომელიც 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიფრინავდა, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დონბასის თავზე რუსული წარმოების „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარიდან გაშვებული რაკეტით ჩამოაგდეს. აფეთქების შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი, ასევე ეკიპაჟის წევრები -სულ  298 ადამიანი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend