ლიბიის სანაპიროსთან ახლოს გასულ კვირას ორი გემი ჩაიძირა ზღვაში, დაიღუპა 160-ზე მეტი მიგრანტი. ეს ერთ-ერთია იმ ტრაგედიებს შორის, რომლებსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. ევროპაში უკეთესი პირობები რომ შეიქმნან, მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გადალახვას ცდილობენ, თუმცა ხშირად ეს მცდელობა მსხვერპლით სრულდება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთ გემზე 108 მიგრანტი იმყოფებოდა, მათგან კი მხოლოდ 8 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. მეორე გემის ჩაძირვის შედეგად კი 62 მიგრანტი დაიღუპა. იმავე დღეს დააკავეს კიდევ ერთი გემი, რომელსაც 210 მიგრანტი გადაჰყავდა.
ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იმ მიგრანტთა რაოდენობა, რომლებიც ლიბიიდან ევროპისკენ მიემართებიან. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2021 წელს 31 500 მიგრანტი უკან, ლიბიაში, გააბრუნეს. ხმელთაშუა ზღვის მარშრუტის გადაკვეთისას კი დაიღუპა ან დაკარგულად ითვლება 1 500-ზე მეტი