ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასის ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია. მეოთხედფინალურ მატჩში “ტოტენჰემმა” “ვესტ ჰემი” 2:1 დაამარცხა.
ლონდონურ დერბიში “დეზებიდან” გოლები სტივენ ბერგუინმა და ლუკას მოურამ გაიტანეს, “ჩაქუჩებიდან” კი თავი ჯაროდ ბოუენმა გამოიჩინა.
ნახევარფინალში “ტოტენჰემს” კვლავ ლონდონურ დერბიში მოუწევს თამაში, ანტონიო კონტეს გუნდის მეტოქე “ჩელსი” იქნება, მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს “ლივერპული” და “არსენალი” შეხვდებიან. ნახევარფინალის პირველი წრის მატჩები 5 იანვარს გაიმართება.