მთავარიკუბიFDA-მ „ფაიზერის“ სამკურნალო აბებს ავტორიზაცია მიანიჭა

FDA-მ „ფაიზერის“ სამკურნალო აბებს ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) კომპანია „ფაიზერს“ კოვიდ-19-ის სამკურნალო აბების გამოყენების ნებართვა მისცა.

აშშ-ში შესაძლოა, „ფაიზერის“ აბები, რომლებიც რეკომენდებულია კოვიდ-19-ის რისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის, ხელმისაწვდომი უკვე ამ კვირის ბოლოს გახდეს. კომპანია „ფაიზერის“ გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ ამ თვეში კომპანიამ უკვე გააგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში აბების ნაწილი. ამერიკელებს მისი მიღება მას შემდეგ შეეძლოთ, როცა „ფაიზერი“ ლიცენზიას მიიღებდა. FDA​-ის ეტაპი „ფაიზერმა“ უკვე გაიარა, ამჟამად საჭიროა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანხმობა, რომელიც მის გამოყენებაზე ნებართვას გასცემს.

კომპანიის ინფორმაციით, აბების დროულად მიღება 89%-ით ამცირებს  კოვიდ 19-ის გართულებასა და სიკვდილიანობას. ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ წამალს ეფექტიანი შედეგი აქვს ომიკრონის შტამის წინააღმდეგაც.  ფაიზერის გენერალური დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დროს მიღებული აბები ყოველი 100 000 პაციენტიდან 1200 ადამიანს სიკვდილისგან, 6000-ს კი ჰოსპიტალიზაციისგან იცავს.

სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს განცხადებით, „ფაიზერის“ პრეპარატ „პაქსლოვიდით“ მკურნალობა დასაშვებია 12 წელზე ზემოთ იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ  საშუალო ან რთული სიმპტომები და მათი სხეულის წონა აღემატება 40 კილოგრამს. პაციენტების ტესტის პასუხი დადებითი უნდა იყოს, ისინი უნდა წარმოადგენდნენ  რისკჯგუფს, რომელში შემავალ ადამიანებსაც კოვიდ-19-ის გართულების მაღალი ალბათობა აქვთ. „პაქსლოვიდის“ შეძენა მხოლოდ   რეცეპტით იქნება შესაძლებელი.

2022 წლის პირველ კვარტალში კომპანია „ფაიზერი“ თვეში  მილიონამდე აბის წარმოებას აპირებს. აშშ-ის მთავრობამ უკვე გააფორმა კონტრაქტი „ფაიზერთან“ 10 მილიონამდე აბის შეძენასთან დაკავშირებით. ვაშინგტონი „ფაიზერის“ აბების ათ მილიონ კურსს 5 მილიარდ დოლარად შეიძენს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ამჟამად მუშაობს იმაზე, რომ მოქალაქეებისთვის აბებით მკურნალობა უფასო იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend