ევრონიუსი საფარის ექსპედიციით ბულგარეთს ეწვია, სადაც როდოპის მთების ველური ბუნების მშვენიერება და ბიომრავალფეროვნება მოინახულა.
საფარის ტიპის ექსპედიცია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რათა ბულგარეთის ამ მხარის ველური ბუნების სიმდიდრე იხილო.
“ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ადგილზე, სადაც ველური ბუნების აღდგენაზე ვმუშაობთ და დღეს მოვძებნით ბიზონს, ველურ ცხენსა და ირემს,“ – ამბობს სტეფანი, ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი, რომელიც „ევრონიუსის“ გიდია.
სტეფანი მუშაობს არაკომერციულ ორგანიზაციაში „როდოპის ბუნების აღდგენა“, რომელიც ბუნების კონსერვაციის კუთხით თავს პიონერად თვლის. სტეფაი და მისი გუნდი უკვე 10 წელია ამ საქმეს ემსახურებიან და გარკვეული სახეობების ხელახლა მოშენება მოახერხეს.
სტეფან ავრამოვი, ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი არაკომერციულ ორგანიზაციაში „როდოპის ბუნების აღდგენა“:
“ამ ცხოველებიდან ზოგიერთი, მაგალითად, ევროპული ბიზონი, უკვე ათას წელზე მეტია, გადაშენებულია, წითელი ირემი კი უკვე რამდენიმე საუკუნე იყო გადაშენებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს გადაშენებული ცხოველი ისევ იყოს, რათა ბუნება უფრო მდგრადი გახდეს.“
ბიზონი და ველური ცხენი რომ ნახო, მთებში უფრო შორს უნდა წახვიდე. იქ თორემტი ბიზნოსგან შემდგარ ჯოგს წავაწყდით. ეს სახეობა აქ 2013 წელს შემოიყვანეს და სულ მცირე ოთხო მათგანი უკვე აქ დაიბადა. ორგანიზაციის მიზანია, რომ მომდევნო წლებში ბიზონებსი რაოდენობა 30-მდე აიყვანოს.
საფარი შესანიშნავი საშუალებაა, რინ ველური ცხენებიც ნახო. ამ არემარეში დაახლოებით ასიოდე ველური ცხენი ძოვს ბალახს. თუმცა არ გეგონოთ, რომ ცხენები მოგერიდებიან – ისინი ისეთი ცნობისმოყვარეები არიან, რომ აუცილებლად გადააწყდებით.
სტეფან თვლის, რომ ტურიზმს ბულგარეთის ამ ნაწილში ველური ბუნების აღდგენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
“ტურიზმი ჩვენი სამუშაოს მთავარი იარაღია. ამ ცხოველთა სახეობების აღდგენას ხალხი დიდი ენთუზიაზმით ხვდება. ამის შედეგად, ბრაკონიერობა, რომელიც ამ ცხოველების გადაშენების მთავარი მიზეზია, მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,“ – ამბობს იგი.
ავტორი: მონიკა პინა