მთავარისაქართველოსაქართველოში პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმედ ცხადდება

საქართველოში პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმედ ცხადდება

პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება, – შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.

„სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს 1-ელი იანვრიდან 10 იანვარმდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძოს სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი“,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend