“თავისუფლება მიშას” – ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე “ერთიანი ნაციონალური მოძაობის” აქცია დაიწყო.
აქციას მოქალაქეები მსვლელობით ორი ლოკაციიდან – “რესპუბლიკის მოედნიდან” და “კოლმეურნეობის მოედნიდან” შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერი წარწერებით“: “ჩემო პრეზიდენტო, გილოცავ დაბადების დღეს, არ დანებდეთ”.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოწყობილია სცენა, საიდანაც გამომსვლელები, პოლიტიკური ლიდერები სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს.