მთავარიაფრიკაკენიაბალეტის მოცეკვავე, რომელიც კენიელ ღატაკ ბავშვებს იმედს აძლევს

ბალეტის მოცეკვავე, რომელიც კენიელ ღატაკ ბავშვებს იმედს აძლევს

რუბრიკა „სცენები“ აქცენტს აკეთებს იმ ახალგაზრდებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც შეძლეს დაბრკოლებების გადალახვა და მნიშვნელოვან ცვლილებებს მიაღწიეს. ამ რუბრიკაში წარმოდგენილი მოკლე ფილმები გაგაოცებთ და იმედით აგავსებთ, რადგან ეს ახალგაზრდა რეფორმატორები დაუჯერებელ ამბებს ყვებიან.

მაილ ვაიმაია 13 წლის იყო, როდესაც მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა და ოჯახის შენახვაზე ეზრუნა. როდესაც ავტომობილის ნაწილებს ჰყიდდა, დაინახა აფიშა, რომელზეც კენიის საშემსრულებლო ხელოვნების ჯგუფი მსურველებს სინჯებზე იწვევდა. მაიკლმა გადაწყვიტა ბედი ეცადა, მიოუხედავად იმსია, რომ არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა. მართლაც, მაიკლს ნაირობის სკოლაში შეთავაზეს ჩარიცხვა. რამდენიმე წლის სემდეგ იგი მთელ მსოფლიოში მართავდა წარმდოგენებს თავის დასთან ერთად.

2008 წელს მას შესთავაზეს ევროპის საშმსრულებლო ხელოვნების ჯგუფში გადასვლა, კენიაში იმ დროს კრიზისი იყო. 2007 წლის სადაო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა ძალადობამ მოიცვა. ორითვიანი ბრძოლის შემდგე ქვეყანაში 1000 ადამიანი დაიღუპა, 500 ათასი კი ლტოლვილად იქცა. მასეთი სისხლისღვრით გაოგნებულმა მაიკლმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მან უარი თქვა შეთავაზებაზე და ტავის ქვეყანას დაუბრუნდა, სადაც იმედი აქვს, რომ ხალხს ცეკვის მეშვეობით გააერთიანებს.

„ყველა იმსახურებს, იცეკვოს. ყველა იმსახურებს იყოს ის, ვინც არის. ბალეტი ელიტური საზოგადოებისთვის შეიქმნა, რათა ხალხი ორად დაყოფილიყო. მაგრამ ცეკვის დანიშნულება გაერთიანებაა“, – განუცხადა მაიკლმა „ევრონიუსს“.

მაიკლმა ბალეტის სწავლებას მოჰკიდა ხელი. იგი საღამოს საათებში, სკოლის  შემდეგ კენიის ყველაზე დიდ ღატაკ უბანში –  კიბერაში  – ობლებსა და უსახსრო ბავშვებს ასწვალის ბალეტს.

საკალსო ოთახები თვითნაკეთ სტუდიებად ყოველგვარი დახმარების გარეშე გადააკეთა.  2017 წელს შემოწირულობების წყალობით მაიკლმა საცეკვაო სტუდია „პროექტი ელიმუ“ გახსნა. ეს სკოლა კიბერას შუაგულში მდებარეობს და იქ ასწავლიან როგორც  კლასიკურ ბალეტსა და აფრიკულ ცეკვას, ასევე თანამედროვე ცეკვებსა და ჯაზს.

„ბალეტს თერაპიული დანიშნულება აქვს, რადგან ის ბავშვებს საშუალებას აძლევს, საკუთარი სხეული თხემით ტერფამდე შეიცნონ. ეს გასწავლის, როგორ ამოძრაო ფეხი, როგორ ისწავლო სხეულის დაჭერა გაშლილი მკლავებით.  ბავშვები საკუთარი სხეულის შეიცნობის გზით საკუთარ თავს შეიცნობენ“, – ამბობს მაიკლი.

უსაფრთხო სივრცე

მაიკლის თავდადების შედეგად, პროექტი „ელიმუმ“ უბანზე დადებითი გავლენა მოახდინა. იგი იქცა ბავშვებისთვის ერთგვარ თავსესაფრად, სადაც ისინი თამაშობენ, სწვალობენ და იზრდებიან.

მაიკლ ვამაია, პროექტ „ელიმუ“-ს დამფუძნებელი:

კიბერაში ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მძიმე საცხოვრებელი გარემოა. ამიტომ ისინი აქ იმისთვის მოდიან, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, ერთმანეთს ესაუბრონ და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ.

კიბერა  ყველაზე დიდი ღარიბთა უბანია აფრიკაში, სდააც 250 ათასი სული ცხოვრობს. აქ დასახლებული ხალხის უმეტესობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მათი დღიური შემოსავალი 1 დოლარია. უბანი ცნობილია ძალადობით, ახალგაზრდების დანაშაულითა და უკანონო ქმდებებით. ჯანდაცვაზე წვდომა შეზღუდულია, გენდერული ნიშნით ძალადობა კი ჩვბეულებრივი რამ არის. ამიტომ ამ უბნის მცხოვრებლებს კენიის დანარჩენი საზოგადოება ხშირად რიყავს.

„თუ ამ უბნელი ბავშვი ხარ და უბნის გარეთ იტყვი, რომ კიბერიდან ხარ, ყოველთვის ზემოდან გიყურებენ. ამიტომ აქაურმა ბავშვებმა ბევრი უნდა იშრომონ. თუ სწავლობ, უნდა იბეჯითო. თუ ცეკვავ, ბევრი უნდა იცეკვო. სამჯერ-ოთხჯერ მეტის გაკეთება გიწევს, რათა გარე სამყარო დაარწმუნო, რომ უკეთესი ხარ. ასე რომ, როცა აქ იზრდები, გარდა იმ სქესობრივი ნიშნით გავრცელებული ძალადობისა, რომელსაც ბავშვები ყოველდღე აწყდებიან, გარდა დღეში სამჯერადი კვების პრობლემისა, მეტისმეტად ბევრი უნდა იშრომო, რომ იყო ის, ვინც მართლა ხარ და მიიღო ის, რაც ნამდვილად გსურს. საქმე ისაა, რომ სტიპენდიას მხოლოდ რამდენიმეს აძლევენ და ძალიან მძაფრ კონკურენციაში უნდა ჩაება იმ ბავშვებთან,  რომლებიც სხვა მხრივ უზრუნველყოფილი არიან. ამიტომ კიბერის უბნის ბავშვებს დიდი შრომა სჭირდებათ. და ეს, ჩემი აზრით, გარკვეულწილად, უპირატესობაცაა, რადგან ეს გაძლიერებს და ყოველ დღე უკეთესი ხდები“, – განმარტავს მაიკლი.

ყველა დაშვებულია

პროექტი „ელიმუ“ ყველა ბავშვისთვის უფასოა. მაიკლი ცდილობს, საცეკვაო სტუდიაში ბიჭები მიიზიდოს.

„ჩემი საქმე ის არის, რომ ყოველთვის ვიპოვო გზა, რათა ბიჭებმა თავი ამ პროგრამის ნაწილად იგრძნონ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ბალეტი ბიჭია, რადგან სწორედ ბიჭები იყვანენ ხელში გოგონებს.  ქალები ბიჭების წყალობით კაშკაშებენ. ბიჭებს აქვთ კლასიკური ბალეტისთვის აუცილებელი კუნთები. კლასიკური ბალეტი ვერ იარსებებს მამაკაცის გარეშე. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ბიჭებს აქ მოსვლა მოუნდეთ“, – ამბობს მაიკლი.

მაიკლის ცეკვის სტუდიაში ახლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე [შშმ] ბავშვებიც მიდიან.

„თავიდან შშმ ბავშვები კიბერაში სახლში იყვნენ ჩაკეტილი, რადგან მათ ოჯახებს რცხვენოდათ მათი გამოჩენა ან მათზე არავინ ზრუნავდა. მაგრამ ახლა ამ ბავშვებს ნებას აძლევენ, ცეკვაზე მოვიდნენ,“ – განმარტავს მაიკლი.

შესაძლებლობების კარიბჭე

საცეკვაო სკოლამ მრავალ ბავშვს გრანტის მიღებისა და საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა მისცა. 2016 წელს ამ სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ნაირობის ეროვნულ თეატრში დადგმულ „მაკნატუნას“ წარმოდგენაში. მაიკლი თვლის, რომ მან შეძლო ღატაკი უბნის ბავშვების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა და მათი ნიჭის წარმოჩენა.

„ასე რომ, კიბერის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შევცვალეთ. ჩვენს საცეკვაო წარმოდგენებს დიდ თეატრში კი არ ვმართავთ, არამედ პირდაპირ აქ ვცეკვავთ,“ – ამბობს მაიკლი.

ავტორი: ნაზნიინ ზაჰანი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend