მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში მედიის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა გააპროტესტეს

პოლონეთში მედიის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა გააპროტესტეს

პოლონეთის 100-ზე მეტ ქალაქში მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები პოლონეთის პრეზიდენტისგან ახალ კანონპროექტზე ვეტოს დადებას მოითხოვდნენ.

ახალი კანონი, რომელიც მოულოდნელად პოლონეთის პარლამენტში კანონმდებლებმა პარასკევს შეიტანეს, მედიასაშუალებების უცხოელი მფლობელების უფლებების გამკაცრებას ითვალისწინებს.  კონკრეტულად კი საუბარია ოპოზიციურ ტელეკომპანია TVN- ტი-ვი-ენ-ზე, რომელიც ბრიტანულ„დისქავერი გრუპს“ ეკუთვნის.

ოპოზიციის ლიდერი დონალდ ტუსკი პოლონელებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, პოლონეთის პოპულისტურ მემარჯვენე მთავრობას გადაწყვეტილი აქვს,  გააძლიეროს თავისი პოლიტიკური კონტროლი სასამართლოზე და გააჩუმოს კრიტიკული მედია.

მთავრობის ლიდერები კი იცავენ კანონმდებლობას და ამტკიცებენ, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ევროპის გარეთ არცერთ კომპანიას არ შეეძლოს, გააკონტროლოს ის კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend