არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“ კვლევითი პროექტის ანგარიში წარმოადგინა თემაზე: „მენსტრუაციის სტიგმა და მასთან დაკავშირებული უფლებადარღვევების კვლევა საქართველოს საჯარო სკოლებში.“
პროექტის მიზანი იყო სკოლებში მენსტრუაციის შესახებ ცოდნის, მის გარშემო არსებული სტიგმის, სკოლის ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და მათი გავლენის კვლევა გოგოების სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და განათლების უფლებაზე.
ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში კვლევის ავტორებმა: ესმა იმერლიშვილმა და ელენე ქაიხოსროშვილმა ისაუბრეს.