მთავარიევროპაუკრაინალუგანსკში მცხოვრებთა ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს

ლუგანსკში მცხოვრებთა ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს

ათობით ადამიანი ავტობუსით მიდის ერთადერთ მოქმედ საგუშაგოზე, რომელიც უკრაინას ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან აკავშირებს. ამ საგუშაგოს დღეში 2000-მდე ადამიანი კვეთს. მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინის სამთავრობო ჯარებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ათასობით ადამიანი იძულებულია, ასეთი საგუშაგოების გავლით მოინახულოს თავისი ნათესავები, აიღოს პენსიები და შეიძინოს პროდუქტი.

ლუგანსკში მცხოვრები მოქალაქე ლუბა ამბობს, მათ მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება. ხალხს აღარ უნდა ომი.  მათ ურჩევნიათ,  ისევ ეს  მდგომარეობა იყოს, ვიდრე ომი დაიწყოს.

რუსეთს უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალები ჰყავს მობილიზებული. ბევრ ადამიანს მიაჩნია,  რომ რუსეთი მომავალი წლის დასაწყისში უკრაინაში შეჭრას გეგმავს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გასულ კვირას საზღვრებთან მდებარე დასახლებაში არტილერიამ 3-ჯერ გახსნა ცეცხლი.

დასავლეთის ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით. მოსკოვი კი დასავლეთისგან გარანტიებს ითხოვს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეეები დიდი ალბათობით მოსკოვის მოთხოვნებს არ გაიზიარებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend