მთავარიევროპაბელარუსირუსული ბომბდამშენები ბელარუსის ცაზე

რუსული ბომბდამშენები ბელარუსის ცაზე

რუსეთმა შაბათს ბელარუსში საჰაერო პატრულირებისთვის ორი ბირთვული ბომბდამშენი გაგზავნა. დასავლეთთან დაძაბულობის ფონზე კრემლი შეეცადა ეჩვენებინა, რომ თავდაცვის საკითხებში მოკავშირეებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განაცხადებით, ორი ბომბდამშენი წვრთნას გადიოდა და დავალებებს ბელარუსის საჰაერო ძალებთან და საჰაერო თავდაცვასთან შეთანხმებით იღებდა.

ბომბდამშენებს თან ახლდა რამდენიმე ესუ-30-ის საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც რუსეთმა ბელარუსს გაუგზავნა.

გასული თვის შემდეგ ბელარუსის ტერიტორიაზე ოთხსაათიანი პატრულირება რუსეთის მესამე მისია იყო. მისია უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზების გამო დაიგეგმა.

ამასობაში, კი ჰიბრიდული ომი გრძელდება.

პოლონური მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩერემხის რაიონში მიგრანტთა ჯგუფი პოლონეთისა და ბელარუსის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.

სავარაუდოდ, ბელარუსი ჯარისკაცები ლაზერულ განათებებს იყენებდნენ იმისთვის, რომ პოლონელ ჯარისკაცებსა და მესაზღვრეებს ვერ დაენახათ, როგორ გადადიოდნენ ისინი საზღვარზე.

მიმდინარე თვეში სასაზღვრო სამსახურმა ბელარუსიიდან პოლონეთში საზღვრის უკანონო გადაკვეთის 1200-მდე მცდელობა დააფიქსირა.  ჯამში საზღვარზე გადასვლა წელს 39 ათასზე მეტმა მიგრანტმა სცადა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend