პოლონეთის ეკსტრაკლასას მეცხრამეტე ტურის მატჩში ნიკა კვეკვესკირის “ლეხ პოზნანმა” “გურნიკი” 2:1 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი შორეული დარტყმით 44-ე წუთზე გაიტანა.
ნიკა კვეკვესკირისთვის ამ სეზონში ეს მეორე გოლია. “ლეხ პოზნანი” 41 ქულით პოლონეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. ამავე ტურში გოლი გაიტანა ქართველმა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ, რომლის “კრაკოვიამ” “სტალი” დაამარცხა.