მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში 24 ნოემბერს დაღუპული ოთხი მიგრანტის პანაშვიდი გაიმართა

საფრანგეთში 24 ნოემბერს დაღუპული ოთხი მიგრანტის პანაშვიდი გაიმართა

ქალაქ ლილის ამ მეჩეთში 4 მიგრანტს პანაშვიდი გადაუხადეს. ისინი ნოემბერში ლა-მანშის სრუტეზე გადასვლის დროს დაიღუპნენ. მათ გარდა, 24 ნოემბერს საშინელ ტრაგედიას კიდევ 23 მიგრანტი ემსხვერპლა.

ლილის მეჩეთის წინამძღვრი ამარ ლასფარი ამბობს, რომ აუცილებელია სოლიდარობა,  ტკივილის გაზიარება, ურთიერთდახმარება – ყველა ამ ცნებას სულიერი და რელიგიური დატვირთვა აქვს. მისი თქმით, ისინიც ადამიანებს თავისუფლებისკენ, თანასწორობისა და  მეგობრობისკენ მოუწოდებენ. ამარ ლასფარი აღნიშნავს, რომ მორწმუნე ადამიანიც საზოგადოების ნაწილია, იმ  საზოგადოებისა, რომელიც სოლიდარობის გარეშე ვერ იარსებებს.

თუმცა მიუხედავად რისკისა და  საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა, ყოველ თვე ათეულობით ადამიანი მაინც ცდილობს ლა-მანშის სრუტის გადალახვას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend