მთავარიმსოფლიოევროპაგერმანიაში ვაქცინის დოზების დეფიტია

გერმანიაში ვაქცინის დოზების დეფიტია

კორონავირუსი და ევროპა

საზღვრებზე დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა იმ ქვეყნებში, რომლებშიც აცრილ მოქალაქეებსაც მოეთხოვებათ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. იტალიაში ეს შეზღუდვები შობის დღესასწაულზეც იმოქმედებს. ამავდროულად, დაიწყო მოზარდების აცრაც. 16 დეკემბერს ქვეყანაში შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

საფრანგეთს მკაცრი შეზღუდვები აქვს დაწესებული დიდი ბრიტანეთიდან შემოსული მოგზაურებისთვის. თუმცა, სავარაუდოდ, ხელისუფლება ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც იმავე მოთხოვნებს წაუყენებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირის მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ ტესტის პასუხის წარდგენა, რადგან  ევროპას საერთო ინტერესები აქვს.  თუმცა როდესაც ვირუსი ევროკავშირის ერთ ქვეყანაში ჩნდება, ის ძალიან სწრაფად ვრცელდება სხვა ქვეყნებშიც.

ლონდონში კი მოქალაქეებს მოუწოდებენ, მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა გაიკეთონ, რათა  ომიკრონის გავრცელება შეაჩერონ. ბრიტანეთში ასევე შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. თუმცა გარდაცვლილთა რიცხვი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს წინა ტალღების დროს იყო.

გერმანიაში კი ახლა ვაქცინის დოზების  დეფიციტია. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი აღნიშნავს, რომ მათ სჭირდებათ დაახლოებით 50 მილიონი ბუსტერ დოზა და 20 მილიონი პირველი და მეორე დოზა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. მისი თქმით, თუ გეგმიური აცრებისთვის განკუთვნილ დოზებს ბუსტერისთვის გამოიყენებენ, ვაქცინაციის კამპანია მარტამდე ვერ დასრულდება.

ევროპის სხვა ქვეყნებში კი ჯერ კიდევ  ვერ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება, მაგალითად, საბერძნეთში უცხო ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურებისთვის ბოლო 24 საათში 3-ჯერ შეცვალეს მოთხოვნები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend