მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირში დროებით დასაქმებულებთან დაკავშირებული კანონის მიღებას განიხილავენ

ევროკავშირში დროებით დასაქმებულებთან დაკავშირებული კანონის მიღებას განიხილავენ

კურიერები მიწოდების სერვისების პლატფორმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი თანამშრომლებს მოკლე ვადით ქირაობენ. ესპანეთში ათასობით კურიერი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. გასულ აგვისტოს მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების პლატფორმებს ესპანელი კურიერებისთვის კონტრაქტის გაფორმებას ავალდებულებს. ახლა კი ევროკომისია გეგმავს, რომ ეს კანონი დანარჩენ 4 მილიონ ევროპელ კურიერსაც შეეხოს. ახალი ესპანური კანონის წყალობით, ფერნანდო საკვების მიწოდების კომპანიაში სრულ განაკვეთზე აიყვანეს.

კურიერ ფერნანდო გარსიას ახლა ყოველთვიურად იღებს ხელფასს, მას ყოველკვირა 40-საათიანი გრაფიკი აქვს. სარგებლობს სოციალური დაზღვევით, ახლა იგი ბევრად უკეთ გრძნობს თავს. ფერნანდო ამბობს, რომ ბევრ მის კოლეგას ეს რეგულაცია არ შეეხო.

თუმცა კანონის მიღებიდან 4 თვის შემდეგ გარკვეული ხარვეზები მაინც ჩნდება.

კურიერებთან დაკავშირებული  კანონის მიღება პირველი გამარჯვება იყო ესპანეთში. ბრიტანული კომპანია „დელივერუ“ კი გაზრდილი საოპერაციო ხარჯების გამო გასულ თვეს ესპანეთიდან გავიდა.

სხვა პლატფორმებიც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას. თუმცა ახალი თანამშრომლები კომპანიაში ადრე დასაქმებულთა მხოლოდ 20 პროცენტს შეადგენენ. ზოგიერთ კურიერს ახლა მესამე მხარე  ან დროებითი სამუშაოს სააგენტოები ქირაობენ. სხვები კი უპირატესობას შტატგარეშე მუშაობას ანიჭებენ.

გუსტავო გავირია კურიერია. მისი აზრით, ეს კანონი ხელს უწყობს არასტაბილურ სამუშაოს და ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება. მისი თქმით, სრული განაკვეთის კონტრაქტებს არ აუმჯობესებენ არც თავიანთი  თანამშრომლებისთვის და არც შტატგარეშეთათვის.

ახალმა რეგულაციებმა კომპანიები აიძულა, მილიონობით ევროს ინვესტიცია გაეკეთებინათ, რათა გაეზარდათ ბაზრის წილი და გამხდარიყვნენ ლიდერები თავიანთ სფეროში.

ციფრული ეკონომიკის პროფესორის პედრო მორენოს აზრით, ბევრი ასეთი კომპანია ვერ გადარჩება, რადგან მათ რთული პერიოდის გადალახვა გაუჭირდებათ.

მიწოდების პლატფორმების ევროპულმა კოალიციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. ისინი ესპანური გამოცდილების საფუძველზე ასკვნიან, რომ ასეთ კანონს უარყოფითი შედეგები მოაქვს კურიერებისთვის, რესტორნებისა და მომხმარებლებისთვის. თუმცა მიწოდების სექტორი მაინც იზრდება. ესპანურ ბაზარზე გამოჩნდა კიდევ 4 ახალი კომპანია, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებს სრულ განაკვეთზე მუშაობას სთავაზობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend