მთავარიმსოფლიოევროპაინტერვიუ აშშ - ის შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალთან ვესლი კლარკთან

ინტერვიუ აშშ – ის შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალთან ვესლი კლარკთან

ევრონიუს ჯორჯიამ” ვესტპოინტის და ოქსფორდის კურსდამთავრებულსა და აშშ-ს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალთან ვესლი კლარკთან ინტერვიუ ჩაწერა. გენერალ კლარკთან ამერიკის შეერთებულ შტატებში ომის ვეტერანებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათ დასახმარებლად არსებულ სამთავრებო პროექტებზე, ასევე საქართველოში 2018 წლიდან მოქმედ დაჭრილ ვეტერანთა თანადგომის ფონდის საქმიანობის შესახებ ვისაუბრეთ.

გენერალი კლარკი მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, მეთაურობდა მოკავშირე ძალების ოპერაციას კოსოვოს ომის დროს ნატოს ევროპის უზენაესი მეთაურის პოსტზე. დაჯილდოებულია არაერთი მაღალი რანგის ორდენითა და მედლით, მათ შორის უმაღლესი პრეზიდენტის თავისუფლების მედლით.

ევრონიუს ჯორჯია”- გენერალო კლარკ, დიდი მადლობა დროს რომ გვითმობთ.

გენერალი ვესლი კლარკი – დიდი სიამოვნებით.

ევრონიუს ჯორჯია”- გენერალო კლარკ, თქვენ გინახავთ ომი როგორც რიგითს და როგორც გენერალს. თქვენი გამოცდილებით, როგორ უწყობს ხელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ვეტერანებს მრავლწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ საზოგადოებაში სრულად ინტეგრირებას?

გენერალი ვესლი კლარკი – ამერიკის შეერთებულ შტატებში გვაქვს სპეციალური უწყება, ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტი. ეს დეპარტამენტი ჩვენს ყველა ვეტერანზე ზრუნავს. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ვეტერანებისათვის. დეპარტამენტი ვეტერანებს დასაქმებაშიც ეხმარება, უფინანსებს ვეტერანებს განათლებას. არსებობს ასევე მთელი რიგი მოხალისე და კერძო ორგანიზაციები, რომელნიც ვეტერანებს ასევე ეხმარებიან.

ევრონიუს ჯორჯია”- თქვენს მიერ ნახსენები ვეტერანთა დახმარების პროგრამები რა მნიშვნელობის მატარებელია თავად ვეტერანებისათვის?

გენერალი ვესლი კლარკი – ვეტერანები ვინც საკუთარი ვალი სამშობლოს წინაშე პირნათლად მოიხადეს, დაჭრისა და საჭიროების შემთხვევაში უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარებას იღებენ. როდესაც ჯარისკაცები კონკრეტულ მისიას ასრულებენ ან პენსიაზე გადიან, მათ აქვთ საშუალება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიიღონ სამედიცინო დახმარება, ამ სამედიცინო დახმარების ტიპი დამოკიდებულია თავად დაზიანების ნაირსახეობაზე. ამჟამად ჩვენ გვყავს კორეის, ვიეტნამის, ერაყის პირველი ომისა და პანამის კრიზისის მონაწილე ვეტერანები, ყველა მათგანს ეკუთვნის ბრძოლისას მიღებული ჭრილობების სამკურნალო სამედიცინო დახმარება როგორვ ვეტერანთა ადმინისტრაციის კონტროლირებად ასევე სხვადასხვა კერძო კლინიკებში. ასევე ამ პერიოდში ნამსახურებ ვეტერანებს ეკუთვნით ეგრეთ წოდებული ჯი აი პაკეტით გათვალისწინებული დახმარება უმაღლესი განათლების მისაღებად. ამ გზით ვეტერანების წახალისება ხდება განათლება მიიღონ და ინტეგრირებულნი იყვნენ სამშობლოს სამუშაო ბაზარზე. ასევე ვეტერანებს ეკუთვნით სპეციალური პირობები უძრავი ქონების შეძენისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, როგორც წესი ამ გზით ვეტერანებს სესხის აღება შეღავათიან პირობებში შეუძლიათ. ამ გიზთ ვეტერანებს ფინანსური უსაფრთხოების მიღწევა შეუძლიათ. ჩემს მიერ ნახსენები მხოლოდ ერთი ნაწილია ვეტერანთა დახმარების მიმართულებით არსებული პროგრამებისა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ევრონიუს ჯორჯია”- დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი 2018 წლიდან მოქმედებს და დღემდე დიდი დახმარება გაუწია საქართველოს სამხედრო ვეტერანებს, როგორ შეიტყვეთ ამ ფონდის შესახებ და როგორ შეაფასებდით ფონდის მიერ გაწეულ სამსახურს?

გენერალი ვესლი კლარკი  – ჩემს მიერ არსებული ინფორმაციის თანახმად ეს შესანიშნავი ფონდია, როდესაც მე საქართველოში ვიყავი, მე შევიძინე ბევრი მეგობარი და კავშირი, სწორედ ამ გზით შევიტყვე ამ ფონდის არსებობის შესახებ. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მათ მიერ გაწეულმა სამუშაომ.

ევრონიუს ჯორჯია”- და ჩემი ბოლო შეკითხვა გენერალო კლარკ, საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა ამერიკულ ჯარებთან ერთად მხარდამხარ იმსახურეს ავღანეთსა და ერაყში, როგორ შეაფასებდით ქართველი ჯარისკაცის სამხედრო მზადყოფნას და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობას

გენერალი ვესლი კლარკი – ყველა ჩემი მეგობრის თქმითა და ქართულ არმიაზე ჩემს მიერ წაკითხული ანგარიშების თანახმად, ქართველი სამხედროებმა ღირსეულად და კარგად იმსახურეს ამერიკის შეერთებული შტატები არმიის ჯარისკაცების მხარდამხარ. ქართველი ჯარისკაცები დასაფასებელი თანამებრძოლები და მოკავშირეები არიან.

ევრონიუს ჯორჯია”- პატივი იყო თქვენთან გასაუბრება გენერალო კლარკ, გისურვებთ მხოლოდ საუკეთესოს

გენერალი ვესლი კლარკი – დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend