მთავარიdraft geoაღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეექვსე სამიტი დასრულდა - რა წერია დეკლარაციაში

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეექვსე სამიტი დასრულდა – რა წერია დეკლარაციაში

მეტი მეტისათვის და ნაკლები ნაკლებისათვის – ასეთია ევროკავშირის მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი.

გუშინ, ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაში წერია, რომ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მასშტაბებს განსაზღვრავს წარმატებული რეფორმები.

15 დეკემბერს 5 აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოს წარმომადგენლები და ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წევრები ბრიუსელში შეიკრიბნენ. რიგით მეექვსე სამიტზე განხილვისა ძირითადი საკითხი ბრიუსელსა და 6 პარტნიორ აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გამყარება იყო.

ამ შეხვედრის შემდეგ მიღებულ დეკლარაციის მიხედვით, ბრიუსელი ასევე გამოთქვამს მზადყოფნას დიდი მოცულობით ფინანსური დახმარება გამოჰყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისათვის. ეს ფინანსური პაკეტი მოიცავს თითქმის ორნახევარი მილიარდი ევროს პირდაპირი სახით მიწოდებას, რომელიც შესაბამისი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის თანახმად დამატებით 17 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციის საფუძველი უნდა გახდეს.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი აღიარებს, რომ ამ ექვსი სახელმწიფოდან ზოგიერთი არის იმ ეტაპზე, რომელიც ევროკავშირში ინტერგრაციის შედარებით სწრაფ შესაძლებობას იძლევა.

მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართა იმ ფონზე, როდესაც რუსული ჯარები უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან არიან თავმოყრილნი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 წევრი ქვეყნიდან, სომხეთისა და მოლდოვის გარდა ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი. მოსკოვი დღემდე მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფოები მისი გავლენის სფეროა. ეს კი  დასავლეთისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს ურთიერთობები ამ ქვეყნებთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend