მთავარი ამერიკა აშშ ამერიკელი სამხედროების შეცდომა

ამერიკელი სამხედროების შეცდომა

სამშაბათს, 14 დეკემბერს ვაშინგტონში განაცხადეს, რომ დრონის საშუალებით შეცდომით განხორცილებული თავდასხმის გამო არავინ დაისჯება.  ერთ-ერთი ავღანელი მამაკაცი განრისხებულია ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ტრაგედიას მისი შვილი და 10 ნათესავი ერთდროულად ემსხვერპლა.  პენტაგონში ამბობენ, რომ შეერთებული შტატების არც ერთი სამსახურის წარმომადგენელს არ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაზე, რომელიც უბრალო შეცდომად შეფასდა. მათ გარდაცვლილთა კუთვნილი თეთრი ფერის ტოიოტას მარკის ავტომობილი ისლამისტების ავტომობილში აერიათ.

დაღუპულთა ოჯახის წევრი აიმალ აჰმადი ფიქრობს, რომ ამერიკელი ბავშვის დაღუპვის შემთხვევაში ამერიკას განსხვავებული რეაქცია ექნებოდა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ძლიერი ქვეყანაა, მათ კი არ აქვთ იმის შესაძლებლობა,  რომ ამერიკისგან თავი დაიცვან ან შური იძიონ. მუსლიმან აიმალ აჰმადს სჯერა, რომ ღმერთი მათ საკადრის პასუხს გასცემს.

„თალიბანმა“ შეერთებულ შტატებს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა. ისინი დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. დრონით თავდასხმა ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქებიდან მე-3 დღეს მოხდა. მაშინ აეროპორტში აფეთქებას 150-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსპვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend