მთავარიგადაცემებითავგადასავლებიაქლემებზე ამხედრებული ქალები დუბაის ისტორიაში შედიან

აქლემებზე ამხედრებული ქალები დუბაის ისტორიაში შედიან

აქლემების დოღის ტრადიცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოდის. 21-ე საუკუნეში აქლემებით ჯირითით ქალებიც დაინტერესდნენ. წელს ალ-მარმუმის უდაბნოში C 1-ის ჩემპიონატის ფარგლებში პირველი ლიცენზირებული ქალთა დოღიც ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა .

დოღში მონაწილე გუნდის წევრს კატი ჰიგინსს თავიდან მხოლოდ აქლემზე მარტო სიარული სურდა ესწავლა, მაგრამ ძალიან მალე ამ სპორტს მიეჯაჭვა.

კატი ჰიგინსი, დოღში მონაწილე გუნდის წევრი:

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მინდოდა, აქლემით სიარული მარტოს მესწავლა. როდესაც ამას მივაღწიე, უფრო მეტი მომინდა. და მერე თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ისტორიას ვქმნით იმით, რომ პირველი ქალთა გუნდი ვართ, რომელიც დოღში მონაწილეობს, ეს დიდი მოტივაცია აღმოჩნდა, ამავდროულად, ეს დიდი პატივია. მე ამაყი ვარ, რომ ამ ყველაფერში ვმონაწილეობ.“

არაბეთის უდაბნოს აქლემებით ჯირითის ცენტრის (ADCRC) თანადამფუძნებელი და მწვრთნელი ლინდა კროკენბერგერი

ამბობს, რომ მათის სკოლის კარი ღიაა ყველასთვის, მათთვისაც, ვისაც მხოლოს სიამოვნებისთვის სურს აქლემით სიარული და მათთვისაც, ვისაც ჯირითი უნდა.

ლინდა კროკენბერგერი, ADCRC-ის თანადამფუძნებელი და მწვრთნელი:

„დიახ. ჩვენ ცენტრი სწორედ იმიტომ გავხსენით, რომ სრულიად გამოუცდელი მხედრები მივიღოთ. ჩვენ რომ შემოგვიერთდე, არანაირი გამოცდილება არ არის საჭირო.“

  • უბრალოდ თქვენ მოგყვებით უკან.

ლორა ბროდჰარსტს უზომოდ უყვარს ცხენით ჯირითი და აქლემებით ჯირითის მაბვაი სოცალური მედიით შეიტყო.

ლორა ბროდჰარსტი, ჟოკეი:

„მე წლების განმავლობაში ვჯირითობდი ცხენით, ერთხელაც უბრალოდ ინსტაგრამს ვათვალიერებდი და  რამადანის დოღს გადავაწყდი. ძალიან სასიამოვნო გარემო ჩანდა.  ამიტომ ჩამოვედი და ამის მერე სულ მოვდივარ.“

ლინდა კროკენბერგერი ამბობს, რომ აქლემზე ამხედრება და ზედ თავის შეკავება ყველაზე რთულია მათთვის, ვინც პირველად ჯდება.

კატი ჰიგინსის აზრით კი,  სეირნობისგან განსხვავებით, სულ სხვა განცდა დაეუფლა, როდესაც დოღში მიიღო მონაწილეობა,

კატი ჰიგინსი, დოღში მონაწილეთა გუნდის წევრი:

„ეს ნერვებისა და განცდების კომბინაცია იყო. თუმცა უფრო მეტი მაინც განცდა იყო, რადგან ახლა ეს ჩემი გატაცებაა. ეს ჩემს ცხოვრებად გადაიქცა, და ამ  ყველაფერს დოღის დღეს მივხვდი.“

ADCRC-ის დამფუძნებელი და მესაკუთრე ობაიდ ჯუმა ბინ სუბაი ალ ფალასი  აღფრთოვანებულია იმ მხარდაჭერის გამო, რაც ქალების დოღის დროს იხილა:

„200 კაცზე მეტი მოვიდა ამ დოღის სანახავად, ქალთა პირველი დოღის, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ქალები იღებენ. ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო, მხოლოდ ჩემ გამო კი არა, მთელი გუნდის გამო.“

ლინდა კროკენბერგერი თვლის, რომ ჯირითის სწავლების გარდა უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის როდესაც ხედავს, ხალხი როგორ ეჩვევა აქლემს.

ლინდა კროკენბერგერი, ADCRC-ის თანადამფუძნებელი და მწვრთნელი:

„დიახ, ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანს არავითარი შეხება არ აქვს აქლემებთან და არ იცის, როგორ მიუახლოვდეს ან მოექცეს ცხოველს. მერე ეს ბარიერები თანდათან ქრება. და ამის ნახვა ნამდვილად ღირს.“

ლინდა მაბობს, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო აქლემებთან მუშაობა.

ლინდა კროკენბერგერი, ADCRC-ის თანადამფუძნებელი და მწვრთნელი:

„ეს ისეთი კარგი განცდაა, ისეთი სიმშვიდე და ბედნიერება მოაქვს აქლემებთან მუშაობას, ასევე საამიროების კულტურის შესწავლას. ამიტომ მსურდა ეს სხვებისთვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ვხედავ, რომ მოწაფეების უმეტესობას ნაკლებად აქვს უშუალო ურთიერთობა ცხოველებთან და მათ უნდა აღადგინონ ეს კავშირი. ეს ყოველთვის აქლემით სიარულის დროს არ ხდება, აქლემიდან რომ ჩამოდიხარ, ეს მერე მოდის. მჯერა, რომ სწორედ ეს უნდა წავახალისოთ.“

ავტორი: ნატალი ლინდო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend