მთავარიევროპაიტალიაიტალიაში საგანგებო მდგომარეობა 2022 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 2022 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 2022 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდება. მინისტრთა საბჭოს მიერ გამოცემულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ კოვიდთან დაკავშირებით წარმოდგენილი 11-ვე პუნქტი დამტკიცდა.

ამავდროულად, ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან იტალიაში შემომსვლელებისთვის სავალდებულო ხდება გამგზავრებამდე გაკეთებული კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. გარდა ამისა, აუცრელ პირებს 5-დღიანი კარანტინის გავლაც მოუწევთ. აქამდე  რეგულაციები ეხებოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც იტალიაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოდიოდნენ.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების ბრძანება 16 დეკემბერს შევა ძალაში. 15 დეკემბრიდან კი ვაქცინაცია სავალდებულო გახდა სკოლის თანამშრომლებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ბავშვთა საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის, საგანგებო სამსახურების, ჯანდაცვის სექტორის, საიდუმლო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებისთვის. მათ მოეთხოვებათ, გაიარონ ვაქცინაციის სრული კურსი, რომელიც  ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებასაც ითვალისწინებს. იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 31 იანვარს კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო გამოცხადდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend