მთავარიამერიკააშშტორნადომ ყველაზე მეტად კენტუკის შტატი დააზარალა

ტორნადომ ყველაზე მეტად კენტუკის შტატი დააზარალა

კუნტუკისა და კიდევ რამდენიმე შტატში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 100 ადამიანი. მაშველები ამ დრომდე  ეძებენ იმ 105 ადამიანს, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან.

”ჩვენ ადამიანების გადასარჩენად სამაშველო ძალისხმევას არ ვიშურებთ. სამაშველო ოპერაციის ჩატარება 20 – 30 მეტრის სიღრმეში გვიწევს. ამ ჩამონგრეულ შენობაში შესაძლოა, ჯერ კიდევ არიან ადამიანები. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა სამაშველო სამსახურის უფროსმა ტომ ნილიმ.

კენტუკის გუბერნატორის განცხადებით, სტიქიას ემსხვერპლნენ როგორც ჩვილები, ისე ახალგაზრდები და მოხუცები.

,,ვინც უკვე დავკარგეთ, მათ შესახებ შეგვიძლია უფრო დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. 18 ადამიანს ჯერ კიდევ ვეძებთ. რაც შეეხება დაღუპული ადამიანების ასაკობრივ დიაპაზონს, იგი 5 თვიდან 86-ს წლამდე მერყეობს, 6 გარდაცვლილის ასაკი კი 18 წელზე ნაკლებია“, – განაცხადა კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშირმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ეწვევა კენტუკის შტატს. მან კენტუკიში მომხდარ ტრაგედიას დიდი კატასტროფა უწოდა. იგი შტატის აღსადგენად დამატებით ფედერალურ დახმარებას გამოიყენებს.

გადარჩენილი ადამიანები იმ ადგილებს ათვალიერებენ, სადაც რამდენიმე დღის წინ მათი სახლები იდგა, ახლა კი მათ ნაცვლად მხოლოდ ნანგრევებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend