მთავარიმსოფლიოოქროს გლობუსის 79-ე დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია

ოქროს გლობუსის 79-ე დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია

ოქროს გლობუსის 79-ე დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 2022 წლის 9 ნოემბერს გაიმართება, გამოავლენს საუკეთესო მსახიობს დრამის, მუზიკლის და კომედიის კატეგორიაში, საუკეთესო მხატვრულ ფილმებს, სატელევიზო შოუებსა და რეჟისორებს. ნომინანტების სიაში ფილმი „ძაღლის ძალაუფლება” (Power of the Dog) და “ბელფასტი” ლიდერები არიან, ორივე ფილმი  7 ნომინაციაშია წარდგენილი, ხოლო სატელევიზო სერიალის კატეგორიაში ლიდერი „მემკვიდრეობაა” (Succession) 5 ნომინაციით.

ნომინანტების სია  რეპერმა სნუპ დოგმა წარადგინა.

საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში წარდგენილია „ბელფასტი“, „კოდა“ (coda), „დიუნი“, „მეფე რიჩარდი“ და „ ძაღლის ძალაუფლება“.

მიუზიკლის ან კომედიის კატეგორიაში დასახელდა რამდენიმე მხატვრული ფილმი: „ სირანო“, რომელშიც მთავარ როლს პიტერ დინკლიჯი ასრულებს,  „მაღლა არ აიხედო“,  „ძირტკბილას პიცა“ , „ტიტ, ტიკ… ბუმი“ და სტივენ სპილბერგის ვესტსაიდური ამბავი.

ოქროს გლობუსზე დრამატულ ფილმი საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში წარდგენილი არიან ჯესიკა ჩესტეინი ფილმში  „ტემი ფეის თვალები“ მონაწილეობისთვის, ოლივია კოლმანი ფილმში „დაკარგული ქალიშვილი“ შესრულებული როლისთვის, ნიკოლ კიდმანი, რომელიც  ფილმში “being the ricardos”( „რიკარდოდ ყოფნა“) მთავარ როლს ასრულებს, ლეიდი გაგა „გუჩის სახლში“ მონაწილეობისთვის და კრისტენ სტიუარტი,  პრინცესა დიანას როლის შესრულებისთვის ფილმში „სპენსერი“.

მამაკაცის საუკეთესო როლისთვის დრამის კატეგორიაში  კი წარდგენილნი არიან: მაჰარშალა ალი, ხავიერ ბარდემი, ბენედიქტ კამბერბეჩი, უილ სმიტი და დენზელ ვაშინგტონი.

ოქროს გლობუსზე წარდგენილია რამდენიმე სატელევიზიო სერიალიც: „ლიუპენი“, „დილის შოუ“, „პოსტი“,  კორეული სერიალი „კალმარის თამაშები“ და „მემკვიდრეობა“.

საუკეთესო მხატვრული ფილმის რეჟისორების ნომინაციაში დასახელებული არიან: კენეტ ბრანა ფილმით „ბელფასტი“, ჯეინ კემპიონი, მეგი ჯილენჰოლი, სტივენ სპილბერგი და დენის ვილნევი ფილმით „დიუნი“.

„ოქროს გლობუსი“ ამერიკული კინოპრემიაა, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციამ 1944 წელს დააწესა . 2021 წლის დაჯილოება კი მომავალი წლის 9 იანვარს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend