ემანუელ მაკრონმა და ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ქვეყნის ლიდერებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აქვთ როგორც განსხვავებული მოსაზრებები, ისე საერთო პოზიციები. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანგი კოლეგა თბილად მიიღო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი პატივს სცემს პრეზიდენტ მაკრონს. მისი თქმით, საფრანგეთს მრავალი ენციკლოპედისტი ჰყოლია და მათი ნააზრევიც მთელ მსოფლიოშია აღიარებული. შესაბამისად, უნგრეთიც ხელმძღვანელობს ამ თეორიებით. იგი ეთანხმება პრეზიდენტის განცხადებას, რომ ისინი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპელი პარტნიორები არიან.
პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ მათ აქვთ საერთო პოზიციები ბირთვულ ენერგიასთან, ერთობლივ თავდაცვასა და აგრარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, რომ წარსულშიც ყოფილა დაძაბულობა, თუმცა ის, რაც ევროპაში ხდება ამ კვირების განმავლობაში, და ამასთან დაკავშირებით თანხდებიან თავიანთ პოლონელ კოლეგასთანაც, მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია თანამშრომლობა, რათა უკეთ დაიცვან საზღვრები და გამოძებნონ მუშაობის უფრო ეფექტიანი გზები.
ორივე პოლიტიკოსი ამ შეხვედრიდან პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობს. საფრანგეთის მეთაური ბოლოს, 15 წლის წინ, ესტუმრა უნგრეთს. ახლა შეხვედრისთვის საუკეთესო დროა. ვიქტორ ორბანს შეუძლია ოპოზიაციასა და თავის ოპონენტებს აჩვენოს, რომ იგი არ არის მარტო. ემანუელ მაკრონი კი, სანამ საფრანგეთი ევროკავშირის პრეზიდენტი გახდება, ვიშეგრადის წევრი ქვეყნების ლიდერებთან მართავს მოლაპარაკებებს. ორივე პოლიტიკოსი მომავალ წელს არჩევნებისთვის ემზადება.