მთავარიმსოფლიო„ფანტასტიკური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლოებანი“ მომავალ წელს გამოვა

„ფანტასტიკური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლოებანი“ მომავალ წელს გამოვა

მომავალი წლის გაზაფხულს „ფანტასტიკური ცხოველების“ სერიის მესამე ნაწილი გამოვა. ფილმში მოქმედება ჰარი პოტერის ამბებამდე 70 წლით ადრე, 1930-იან წლებში ხდება.

მასში მოთხრობილია ნიუტ სკამენდერისა და ალბუს დამბლდორის ისტორია, რომლებიც ბოროტი ჯადოქრის – გრინდელვალდის დამარცხებას ცდილობენ. უკანასკნელ ორ ფილმში ბოროტმოქმედის როლს მსახიობი ჯონი დეპი ასრულებდა, თუმცა მის ცოლთან დაკავშირებული სკანდალის გამო მას როლზე უარის თქმა მოუწია.

გრინდელვალდს ამიერიდან მსახიობი მედს მიკელსენი ითამაშებს. დიდი ბრიტანეთის გარდა, ფილმში გერმანიის, ბუტანისა და ჩინეთის ჯადოსნური სამყაროებიც იქნება წარმოჩენილი.

მაყურებელი ასევე ნახავს, თუ რა როლი ითამაშეს ჯადოქრებმა მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში. „ფანტასტიკური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლოებანის“ პრემიერა 8 აპრილს იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend