მთავარიმსოფლიოევროპაომიკრონის გავრცელების გამო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

ომიკრონის გავრცელების გამო ევროპის ქვეყნებში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

დიდ ბრიტანეთში განგაშის მეოთხე დონე გამოცხადდა. ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახალი ომიკრონის ვარიანტის გავრცელების გამო ქვეყნის საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის სამსახური რთულ ვითარებაშია. ტელევიზიით გამოსვლისას ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ინგლისში ე.წ. ბუსტერ დოზებს ახლა 18 წელს გადაცილებულ ყველა პირს შესთავაზებენ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქვეყანაში ომიკრონის ტალღა იწყება. მას მიაჩნია, რომ  ვაქცინის 2 დოზა არ არის საკმარისი თავის დასაცავად.  თუმცა მან საზოგადოებას სასიხარულო ამბავიც ამცნო. მისი თქმით, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა იცავს ადამიანს ვირუსისგან.

ბრიტანეთში ამ დრომდე მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, თუმცა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში განსხვავებული მდგომარეობაა. ავსტრიაში გასულ უქმეებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა ვაქცინების წინააღმდეგ.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გერჰარდ კარნერმა მოქალაქეებს მიმართა თხოვნით, არ მოაწყონ დემონსტრაცია.  უმჯობესი იქნება, თავიანთ ექიმებს გაესაუბრონ და თავი დაიცვან. ამით ისინი საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდებიან.

ვაქცინაციის წახალისების მიზნით ავსტრიამ მოხსნა შეზღუდვები აცრილი პირებისთვის, ხოლო აუცრელთათვის ჯერ კიდევ მოქმედებს დაწესებული რეგულაციები.

ევროკავშირში ომიკრონის ვარიანტის გავრცელებამ ვნებათაღელვა გამოიწვია, ახლა წევრი ქვეყნები მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებენ. ამავდროულად,  ისრაელი ოთხშაბათიდან  თავის მოქალაქეებს ბრიტანეთში, დანიასა და ბელგიაში მოგზაურობას აუკრძალავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend