მთავარიამერიკააშშკენტუკის შტატში დაზარალებულებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

კენტუკის შტატში დაზარალებულებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ ათობით ადამიანს, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან. პარასკევს  კენტუკის შტატს დამანგრეველმა ტორნადომ გადაუარა.  ტორნადომ რამდენიმე დასახლება სრულად გაანადგურა. ქალაქი მეიფილდი კენტუკის შტატში ყველაზე მეტად დაზარალდა, ამის გამო პრეზიდენტმა ბაიდენმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კენტუკის გუბერნატორი ენდი ბეშირი აცხადებს, რომ ეროვნული გვარდიის 300 წევრი უკვე ადგილზეა და ისინი აქტიურად არიან ჩართული პროცესებში.  ისინი კარდაკარ დადიან ამ დასახლებებში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს უკვე კარიც კი აღარ აქვს, და ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ. როგორც გუბერნატორი ამბობს, საჭიროა, დაზარალებულ ოჯახებს რეალური მდგომარეობა შეატყობინონ.

მოხალისეები ადგილობრივი ეკლესიიდან არიგებენ საკვებს, ტანსაცმელსა და პირველადი მოხმარების საგნებს.  ჯეისონ რიკინტო მძღოლად მუშაობდა სანთლის ქარხანაში, სამწუხაროდ, მისმა ბევრმა თანამშრომელმა ქარხნიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და  დაიღუპა.

ჯეისონ რიკოტოს უჭირს, სიტყვებით გადმოსცეს ის, რაც მან საკუთარი თვალით ნახა.  შენობა, რომელშიც იგი მუშაობდა, მთლიანად განადგურებულია.

თავდაპირველად ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ 110 თანამშრომლიდან მხოლოდ 40 გადარჩა, ბოლო ინფორმაციით კი, ამჟამად თავშესაფარში დაახლოებით 90 ადამიანი იმყოფება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend