მთავარიმსოფლიოევროპაევროპული კინოს დაჯილდოების გამარჯვებული ცნობილია

ევროპული კინოს დაჯილდოების გამარჯვებული ცნობილია

ბერლინში ევროპული კინოს დაჯილდოება გაიმართა. უმაღლესი ჯილდო წელს რეჟისორ ჯასმილა ზბანიჩის ფილმ „ქუო ვადის, აიდას“ გადაეცა. ფილმმა საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და ქალი მსახიობის კატეგორიებში გაიმარჯვა. მასში ასახულია 1995 წელს ბოსნიურ დასახლება სრებრენიცაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტვა, რომელსაც 8000 ბოსნიელი მუსლიმის სიცოცხლე შეეწირა. დანაშაული, რომელიც ბოსნიელმა სერბებმა ჩაიდინეს, გენოციდად არის აღიარებული.

„ფილმი ეძღვნება სრებრენიცას ქალებსა და დედებს, ასევე მათ შვილებს, ქმრებსა და მამებს. სამი თაობის წარმომადგენლები მათი გვარების გამო დახოცეს. სრებრენიცაში მცხოვრები ქალები პოულობენ გზას, რათა ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს. ქალებს ყოველთვის უწევთ კაცების მიერ შექმნილი აურზაურის დალაგება. ამ ჯილდოს ვუძღვნი სრებრენიცას ქალებსა და ჩვენ დედებს, რომლებმაც გვასწავლეს თუ როგორ უნდა გადააქციო განადგურება სიყვარულად“,- ყვება რეჟისორი ჯასმილა ზბანიჩი.

“ქუო ვადის, აიდა“ საერთო ევროპული პროექტია. მის გადაღებაში ათი სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პროდუსერი იყო ჩართული.

საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო ენტონი ჰოპკინსს, ფილმ „მამაში“ მონაწილეობისთვის გადაეცა. „მამამ“ ასევე საუკეთესო სცენარის კატეგორიაში დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებულია ანიმაციური ფილმი „გაქცევა“,  რომელშიც ავღანელი დევნილი ამინის ამბავია მოთხრობილი. ნამუშევარმა საუკეთესო დოკუმენტური ფილმისა და საუკეთესო ანიმაციური ფილმის ჯილდოები მიიღო. ”გაქცევამ“ მანამდე სანდენსისა და ანესის ფესტივალებზე დაჯილდოვდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend