მთავარიმსოფლიო13 დეკემბერს ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართება

13 დეკემბერს ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართება

ჟურნალისტებმა მარია რესამ და დმიტრი მურატოვმა, რომლებმაც ნობელის პრემია მიიღეს მშვიდობის დარგში,  იმ მძიმე გარემოზე ისაუბრეს,  რომელშიც ჟურნალისტებს უწევთ მუშაობა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ავტორიტარული რეჟიმის პირობებზე, როგორიცაა ფილიპინებსა და რუსეთში.  რესა აღნიშნავს, რომ ფილიპინების პრეზიდენტის მთავრობა ჟურნალისტებისთვის დიქტატურაზე უარესია.

ჟურნალისტი და ნობელი პრემიის ლაურეატი მარია რესა ამბობს, რომ ეს დამოკლეს მახვილივით არის, რადგან ჟურნალისტები მუდმივად საფრთხის წინაშე არიან. მისი თქმით, დიქტატურის პირობებში ადვილიც კია მუშაობა,  მაგალითად, ინდონეზიაში ყოფილი პრეზიდენტის სუჰარტოს მმართველობის დროს ადამიანმა ზუსტად იცოდა, რა იყო არასწორი და არსებობდა თუ არა საფრთხე. ფილიპინებში კი არსებობს კანონები, თუმცა, როდესაც ჟურნალისტები რეალობას აღწერენ, დიდ რისკზე მიდიან.

დმიტრი მურატოვს მიაჩნია, რომ მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებმა მაინც უნდა  გააშუქონ მოვლენები, რადგან  დემოკრატიისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანია მთელს მსოფლიოში.

მისი აზრით, დემოკრატიას რეაბილიტაცია სჭირდება. რწმენის დაკარგვა კი ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში იმ ხალხს, რომელიც ზურგს აქცევს დემოკრატიას, აუცილებლად ეყოლება დიქტატორი. დიქტატურას კი საზოგადოება ომამდე მიჰყავს და თუ ადამიანი უარს იტყვის დემოკრატიაზე, ესე იგი ემხრობა ომს.

ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია 13 დეკემბერს, ტრადიციისამებრ, ოსლოში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend