მთავარიევროპასაფრანგეთილიონის სინათლის ფესტივალი

ლიონის სინათლის ფესტივალი

შობის მოახლოებასთან ერთად ლიონში პოპულარული „სინათლეების ფესტივალი“ იმართება. ეს არის გარე სივრცეში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც საფრანგეთში პანდემიის დაწყების შემდეგ მოწყობილა.

„გადასარევი ფესტივალია. მას ბევრი ადამიანი ესწრება. ამ დროს ლიონი ძალიან ლამაზია. ყოველწლიურად ჩვენ დიდ სარგებელს ვიღებთ ამ ფესტივალისგან“, – ამბობს დამთვალიერებელი ევა ლებრუნი.

ფესტივალის ფარგლებში ლიონის 27 მოედანზე ხმისა და სინათლის წარმოდგენები იმართება.

„წარმოდგენა უკვე მეორეჯერ ვნახეთ. კარგი იყო, რადგან ორი შენობა გამოიყენეს. ამ სანახაობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე“, – დამთვალიერებელი გაბრიელ რექუინი.

პანდემიამდე ღონისძიებაზე დასასწრებად საფრანგეთში მილიონობით ადამიანი ჩამოდიოდა ყოველწლიურად.

შიდა სივრცეებში გამოფენილი ინსტალაციების სანახავად სტუმრებს კოვიდპასპორტის წარდგენა მოეთხოვებათ, კვება მხოლოდ განსაზღვრულ ტერიტორიაზე არის ნებადართული. ამის მიზეზი საფრანგეთში ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობაა.

სინათლის ფესტივალის ისტორია სხვა პანდემიასაც უკავშირდება. 1643 წელს ლიონის მოსახლეობამ მარიამ ღვთისმშობელს ჭირისგან განკურნებისთვის მადლობა შესწირა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend